ანდრია ჯაღმაიძე: მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრა იმედს ტოვებს, რომ ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგმება
ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones

მოლდოვა არ დაუშვებს რუსეთის საქონლის რეექსპორტს საკუთარი ტერიტორიის გავლით-მაია სანდუ

ნახვები: 589 მოლდოვა არ დაუშვებს რუსეთის საქონლის რეექსპორტს საკუთარი ტერიტორიის გავლით-მაია სანდუ

მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, მოლდოვა არ დაუშვებს რუსეთის საქონლის რეექსპორტს საკუთარი ტერიტორიის გავლით.

როგორც სანდუმ აღნიშნა, მოლდოვა დამოკიდებულია რუსეთის ენერგორესურსებზე, რის გამოც გადაწყდა, რომ არ შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს, მაგრამ ხელისუფლება აპირებს, ხელი შეუშალოს რუსეთს, არ გამოიყენოს მოლდოვა საქონლის რეექსპორტისთვის და სანქციების გვერდის ავლის მიზნით, მოლდოვის საბანკო სისტემაზე დაშვების შესაძლებლობა არ მისცეს.

„ვიცი, სანქციების ირგვლივ ბევრი დისკუსია მიმდინარეობს, მაგრამ არ არსებობს რისკი, რომ რუსეთმა შეძლოს სანქციების გვერდის ავლა მოლდოვის საბანკო სისტემის მეშვეობით. ჩვენ ასევე არ დავუშვებთ რუსული საქონლის რეექსპორტს მოლდოვის გავლით", - განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთსა და მოლდოვას ეკონომიკური ურთიერთობებში სამი ძირითადი სფეროა - თანამშრომლობა ფინანსურ სექტორში, მოლდოვური საქონლის ექსპორტი და რუსული გაზის შეძენა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა