ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ვნახეთ ის ინსცენირება ქუჩებში, რომელიც ახლა გამოიყენება რუსეთისთვის ძირის გამოსათხრელად- ლავროვი ბუჩაზე

ნახვები: 627 ვნახეთ ის ინსცენირება ქუჩებში, რომელიც ახლა გამოიყენება რუსეთისთვის ძირის გამოსათხრელად- ლავროვი ბუჩაზე

მორიგი ყალბი საინფორმაციო თავდასხმა განხორციელდა ქალაქ ბუჩაში, მას შემდეგ, რაც ქალაქი რუსმა სამხედროებმა შეთანხმებისა და გეგმის მიხედვით დატოვეს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსი სამხედროების მიერ ქალაქის დატოვებიდან რამდენიმე დღის შემდეგ „მოხდა ყალბი ვიდეოკადრების ინსცენირება, რომელიც ახლა უკრაინის წარმომადგენლებისა და მათი დასავლელი პატრონების მიერ ყველა მედიასაშუალებასა და სოციალურ ქსელში ვრცელდება".

„რუსმა სამხედროებმა ქალაქი 31 მარტს სრულად დატოვეს. 31 მარტს ბუჩას მერმა საზეიმოდ განაცხადა, რომ ყველაფერი მოგვარებულია და ორი დღის შემდეგ ჩვენ ვნახეთ ის ინსცენირება ქუჩებში, რომელიც ახლა გამოიყენება რუსეთისთვის ძირის გამოსათხრელად", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

უკრაინის ქალაქ ბუჩადან რუსეთის შეიარაღებული ძალების გასვლის შემდეგ, ქალაქში მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები იპოვეს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა