ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ნიკოლოზ სიმონიშვილი: კომპრომისების გარეშე შეთანხმება ვერ მიიღწევა

ნახვები: 598 ნიკოლოზ სიმონიშვილი: კომპრომისების გარეშე შეთანხმება ვერ მიიღწევა

„ძალიან მნიშვნელოვანია, პოლიტიკურმა პარტიებმა ისაუბრონ, დააახლოონ პოზიციები და იყოს საუბარი გარკვეულ კომპრომისებზე, რადგან ამის გარეშე ვერ მიიღწევა ის შეთანხმება, რაც კრიზისიდან გამოსასვლელადაა საჭირო," - ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარ ნიკოლოზ სიმონიშვილმა დღეს, 28 მარტს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შარლ მიშელის პირად წარმომადგენელის, კრისტიან დანიელსონის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, დანიელსონს მიწოდეს ინფორმაცია, თუ როგორ შეიძლება იმ რეფორმების განხორციელება, რომელიც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს.

„წარვუდგინეთ ჩვენი მოსაზრებები ბატონ დანიელსონს და მივაწოდეთ ინფორმაცია, როგორ შეიძლება ამ რეფორმების განხორციელება, რომელიც საბოლოოდ პოლიტიკური კრიზისის დასრულებამდე მიგვიყვანს. ძალიან მნიშვნელოვანია, პოლიტიკურმა პარტიებმა ისაუბრონ, დააახლოონ პოზიციები და იყოს საუბარი გარკვეულ კომპრომისებზე, რადგან ამის გარეშე ვერ მიიღწევა ის შეთანხმება, რაც კრიზისიდან გამოსასვლელადაა საჭირო," - განაცხადა ნიკოლოზ სიმონიშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა