ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ევროკომისიის პრეზიდენტმა ზელენსკის EU-ს წევრობის კითხვარი გადასცა

ნახვები: 614 ევროკომისიის პრეზიდენტმა ზელენსკის EU-ს წევრობის კითხვარი გადასცა

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის გადასცა ევროკავშირის წევრობის კითხვარი. ამ ნაბიჯით უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის სტატუსის მინიჭების პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდება.

უკრაინის პრეზიდენტთან საუბარში ევროკომისიის ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი უკრაინას მხარს დაუჭერს რომ ქვეყანამ წევრობის კანდიდატის სტატუსი დაჩქარებულად, რამდენიმე კვირაში მიიღოს.

„რუსეთი ეკონომიკურ, ფინანსურ და ტექნოლოგიური ნგრევისკენ წავა, მაშინ როცა უკრაინა ევროპული მომავლისკენ მიდის, ესაა რასაც მე ვხედავ", - აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა კი აღნიშნა, რომ დამატებით 7 მილიონი ევრო გამოიყო უკრაინაში რუსეთის ჩადენილი ომის დანაშაულების შესაგროვებლად და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში წარდგენაში უკრაინის დასახმარებლად.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა