ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

რუსული სპეციალური ძალების დანაყოფმა მთლიანად თქვა უარი მარიუპოლზე შეტევაზე-უკრაინა

ნახვები: 600 რუსული სპეციალური ძალების დანაყოფმა მთლიანად თქვა უარი მარიუპოლზე შეტევაზე-უკრაინა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი დაზვერვის დირექტორატი აცხადებს, რომ რუსული სპეციალური ძალების დანაყოფმა, რომელსაც სირიაში ბრძოლის გამოცდილება აქვს, მთლიანად თქვა უარი მარიუპოლზე შეტევაში მონაწილეობაზე.

უწყების ცნობით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ბრძოლაში 2-4 აპრილს, ამ დანაყოფმა 30 სამხედრო დაკარგა. სწორედ ამის გამო მათ გადაწყვიტეს, რომ მარიუპოლზე კიდევ ერთხელ თავდასხმა არ სცადონ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთში ხელშეკრულებით სამხედრო სამსახურში წასვლის ინტერესიც დაბალია. ამის დასტურად უკრაინის უწყებას რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგის მონაცემები მოაქვს.

„ქალაქ ეკატერინბურგიდან მიღებული ჩარიცხვის შედეგებზე ანგარიშის მიხედვით, რეზერვში მყოფი მოქალაქეების 1%-ზე ნაკლები დათანხმდა კონტრაქტზე ხელმოწერის შესაძლებლობის უბრალოდ განხილვას.

397 კანდიდატიდან, მხოლოდ 2 დათანხმდა გასაუბრებას, 52-მა უარი თქვა, 203 არ გამოეხმაურა, 140 კანდიდატზე კი მუშაობენ" - წერია განცხადებაში.

თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დირექტორატი აცხადებს, რომ რუს სამხედროებში საბრძოლო სულისკვეთება დაბალია. რასაც მოწმობს რუს სამხედროებში ბრძოლის თავიდან აცილების მიზნით მიღებული თვითდაზიანებები.

„კონკრეტულად 7 მარტს რუსი დაჭრილი სამხედროებით სავსე ორი PAZ მარკის ავტობუსი ლუგანსკის მიმართულებით წაიყვანეს. მათ უმეტესობას ჭრილობა ფეხზე აქვს. ექიმების ინფორმაციით, ამგვარი ჭრილობების მიღების ყველაზე სავარაუდო მიზეზი თვითდაზიანებაა, რისი მიზანიც საბრძოლო ზონაში დაბრუნებისგან თავის არიდებაა." - აცხადებს დაზვერვის დირექტორატი.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა