მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine
Ukraine's Unmanned Systems Forces destroy one Russian battalion on front line every day – 'Magyar'

ჯონსონი რეალისტურ შესაძლებლობას უწოდებს სადაზვერვო სამსახურების ვარაუდს, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებები შესაძლოა, მომავალი წლის ბოლომდე გაგრძელდეს

ნახვები: 603 ჯონსონი რეალისტურ შესაძლებლობას უწოდებს სადაზვერვო სამსახურების ვარაუდს, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებები შესაძლოა, მომავალი წლის ბოლომდე გაგრძელდეს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი რეალისტურ შესაძლებლობას უწოდებს სადაზვერვო სამსახურების ვარაუდს, რომ უკრაინაში რუსეთის საომარი მოქმედებები შესაძლოა, მომავალი წლის ბოლომდე გაგრძელდეს. ამის შესახებ ბორის ჯონსონმა ინდოეთის დედაქალაქში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„პუტინს ჰყავს უზარმაზარი არმია. მას ძალიან რთული პოლიტიკური პოზიცია აქვს, რადგან მან კატასტროფული შეცდომა დაუშვა. სინამდვილეში, ერთადერთი ვარიანტია, რომელიც მას აქვს, გააგრძელოს არტილერიით მართული თავისი თავზარდამცემი, სასტიკი მიდგომის გამოყენების მცდელობა, რათა სცადოს უკრაინელების დამარცხება“, – აღნიშნა ჯონსონმა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერის თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, რა სამხედრო უპირატესობა შეიძლება, მოიპოვოს პუტინმა მომავალ რამდენიმე თვეში. მისივე განცხადებით, ის ვერ დაამარცხებს უკრაინელი ხალხის სულისკვეთებას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა