ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

დმიტრო კულება - მოლდოვას არ სჭირდება კიდევ ერთი ფრონტი დნესტრისპირეთში

ნახვები: 614 დმიტრო კულება - მოლდოვას არ სჭირდება კიდევ ერთი ფრონტი დნესტრისპირეთში

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინა მოლდოვასთან და ევროკავშირთან ერთად დნესტრისპირეთში კონფლიქტის ესკალაციის შეკავებას ეცდება.

აღნიშნულის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიევში ვიზიტით მყოფ დანიელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„უკრაინა გააგრძელებს მოლდოვას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და ითანამშრომლებს მასთან ამ მიმართულებით, იმის მიუხედავად, რომ, გულწრფელად რომ ვთქვათ, რუსეთის შემოჭრის დასაწყისში ჩვენ მოლდოვასგან უკეთეს რეაქციას ველოდით. მოლდოვას არ სჭირდება კიდევ ერთი ფრონტი დნესტრისპირეთში, უკრაინას არ სჭირდება ეს ფრონტი, დარწმუნებული ვარ, რომ ეს არც ევროპას სჭირდება. ამიტომ, ჩვენ ერთად შევაკავებთ ესკალაციას და გავაკონტროლებთ ვითარებას“, – განაცხადა კულებამ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა