ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

მამუკა მდინარაძე - მიხეილ სააკაშვილმა უბრალოდ უნდა დაუჯეროს ექიმებს

ნახვები: 598 მამუკა მდინარაძე - მიხეილ სააკაშვილმა უბრალოდ უნდა დაუჯეროს ექიმებს

მიხეილ სააკაშვილმა უბრალოდ უნდა დაუჯეროს ექიმებს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საბოლოო ჯამში, ყველა პიარკამპანია ემსახურება გზას, რომელიც ომის დაწყებისკენ მიდის.

„ერთი მხრივ, ომისა და ღალატის პარტია გვთავაზობს დღის წესრიგად მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და მისი გადაჭრის უამრავ გზას იგონებს – საზღვარგარეთ მკურნალობა, სადღაც გადაყვანა-გადმოყვანა და ა.შ. გასაგებია, რომ ამ პარტიის ლიდერის მხრიდან არის შანტაჟი, თუ არ იქნება ნომერ პირველი საკითხი, მაშინ დაფინანსება შეუწყდებათ და დღეს უფრო გამძაფრებულია ეს პიარკამპანია მისი აქტუალიზაციის საკითხთან დაკავშირებით, რადგან მისი გათავისუფლება დაკავშირებულია პირდაპირ ომთან. საბოლოო ჯამში, ყველა პიარკამპანია ემსახურება გზას, რომელიც მიდის ომის დაწყებისკენ. საქართველოს ჩათრევისკენ ომში. თუ დღეს გაძლიერებული შეტევა მიდის ხელისუფლებაზე, საბოლოოდ, ეს ომში ჩათრევის მცდელობასთან მიდის მაინც. თუ ვინმე მართლა ფიქრობს მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მისი პარტიიდან, უბრალოდ უნდა ურჩიოს, რომ ექიმებს დაუჯეროს და ფეიკკამპანიებით არ დადგას შოუები. გუშინ ჩვენ კიდევ ერთი შოუ ვნახეთ, თურმე საკანში უყურებდა სააკაშვილი, როგორ გადაჰყავდათ ის საავადმყოფოში. ცინიზმია საკუთარი ამომრჩევლის მიმართ და ეს ხალხიც მგონია, ნელ-ნელა ხვდება, როგორ ატყუებს თავისი პარტია“, – განაცხადა მდინარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა