რატომ აღარ განმეორდება 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერი და რატომ ვერ ჩამოშლის პროტესტი ძალოვან სისტემას?
მარნეულში არასრულწლოვანი შვილიშვილის ქორწინების იძულების ბრალდებით ქალი დააკავეს
Politico: ევროკავშირი ოთხი კანდიდატი ქვეყნისთვის გაწევრიანების საგზაო რუკებს ამზადებს, საქართველო მათ შორის არ არის
ტრამპი ბრიტანეთში აშშ-ის ავიაბაზასთან დაკავებულებზე: ისინი სერიოზული ზიანის მიყენებას გეგმავდნენ
გიგა ბოკერია კობახიძის განცხადებაზე: ჩუმად როგორ შეხვდა ტრამპს, არ ვიცი, ამ ხელისუფლების პირობებში დასავლეთთან ურთიერთობების ნორმალიზება გამორიცხულია
დათო გამცემლიძე: აზერბაიჯანთან ურთიერთობის გაფუჭება დაუშვებელია, მაშინაც კი, როდესაც ათასგზის მართალი ხარ
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგა, ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება
ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა

პოზიტიური სიგნალია, რომ მამაჩემს შესთავაზეს კლინიკაში გადასვლა, ვნახოთ, რა შედეგამდე მივა-ედუარდ სააკაშვილი

ნახვები: 612 პოზიტიური სიგნალია, რომ მამაჩემს შესთავაზეს კლინიკაში გადასვლა, ვნახოთ, რა შედეგამდე მივა-ედუარდ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვაჟი ედუარდ სააკაშვილი პოზიტიურ სიგნალს უწოდებს სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით მამამისისთვის გაკეთებულ შეთავაზებას.

ედუარდ სააკაშვილის თქმით, სახელმწიფოს ეკისრება პასუხისმგებლობა პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე.

​„რაც დააკავეს მამაჩემი, რამდენჯერმე მქონდა მისი ნახვის შანსი. სამწუხაროდ, ყველა ნახვაზე არის უარეს მდგომარეობაში, ვიდრე წინა ნახვაზე, რაც არის მტკივნეული საყურებელი. მე, როგორც მის შვილს, მინდა, რამე გავაკეთოთ, მაგრამ ვართ უძლური. არაფრის უფლება არ გვაქვს მის მკურნალობასთან დაკავშირებით. ერთადერთი, ვისაც რამის გაკეთება შეუძლია, არის სახელმწიფო. მათ აქვთ პასუხისმგებლობა მის ჯანმრთელობაზე. მე გახარებული ვარ. პოზიტიური სიგნალია, რომ შესთავაზეს გადასვლა. ვნახოთ, რა შედეგამდე მივა. როგორც ვიცი, ის აპირებს, რომ დათანხმდეს“, – განაცხადა ედუარდ სააკაშვილმა რუსთავში, ჟურნალისტებთან საუბრისას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა