ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

„აზოვსტალთან“ დაკავშირებულ მოლაპარაკებებში ჩართულია ყველა გავლენიანი შუამავალი, ვინც კი იყო შესაძლებელი-ზელენსკი

ნახვები: 621 „აზოვსტალთან“ დაკავშირებულ მოლაპარაკებებში ჩართულია ყველა გავლენიანი შუამავალი, ვინც კი იყო შესაძლებელი-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, „აზოვსტალიდან“ სამხედროების ევაკუაციასთან დაკავშირებით ოკუპანტებთან რთული მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ამ მოლაპარაკებებში მიწვეულია ყველა, ვინც შესაძლებელი იყო. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„ჩვენ არ ვწყვეტთ მცდელობებს, გადავარჩინოთ მთელი ჩვენი ხალხი მარიუპოლიდან და „აზოვსტალიდან“. ახლა ძალიან რთული მოლაპარაკებები მიმდინარეობს ევაკუაციის მისიის ეტაპზე – მძიმედ დაჭრილების, მედიკოსების გაყვანაზე, საუბარია ადამიანთა დიდ რაოდენობაზე. მსოფლიოში ყველა, ვინც შეიძლება იყოს ყველაზე გავლენიანი შუამავალი, შესაბამის მოლაპარაკებებში უკვე ჩართულია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, ზელენსკის თქმით, უკრაინაში უკვე გაიხსნა 37 უცხოური წარმომადგენლობა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა