ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

თურქეთის პრეზიდენტი - რიზე-ართვინის ახლად გახსნილი აეროპორტი ტრანსპორტირების საკითხებს საქართველოსაც გაუადვილებს

ნახვები: 623 თურქეთის პრეზიდენტი - რიზე-ართვინის ახლად გახსნილი აეროპორტი ტრანსპორტირების საკითხებს საქართველოსაც გაუადვილებს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თურქეთის ჩრდილოეთით ზღვაზე გაშენებული რიზე-ართვინის აეროპორტი გახსნეს. ახალი აეროპორტი მსოფლიოში ზღვაზე აშენებული ხუთი აეროპორტიდან ერთ-ერთია. ამის შესახებ თურქული მედია წერს.

„ეს პროექტი, რომელსაც მე მივიჩნევ გასული 20 წლის განმავლობაში თურქეთის პროგრესის სიმბოლოს, განსაკუთრებით საჰაერო ტრანსპორტის მიმართულებით, ასევე არის იმის ნიშანი, რომ ვერც ზღვები და ვერც მთები ვერ დაუდგება ჩვენს მონდომებას ქვეყნის მსახურებაში“, – განაცხადა ერდოღანმა.

ერდოღანმა ხაზი გაუსვა, რომ ზღვაზე გაშენებული მსოფლიოს ხუთი აეროპორტიდან ორი თურქეთშია.

„რიზე-ართვინის აეროპორტი, რომელიც აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის რთულ გეოგრაფიულ პირობებში აშენდა, ტრანსპორტირებას ჩვენს მეზობელ საქართველოსაც გაუადვილებს“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა