ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შვედეთის მმართველმა პარტიამ ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა

ნახვები: 620 შვედეთის მმართველმა პარტიამ ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა

შვედეთის მმართველმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა, თუმცა შვედეთში ნატო-ს ბაზების განთავსებას ეწინააღმდეგება. ამის შესახებ ნათქვამია შვედეთის მმართველი პარტიის განცხადებაში.

„სოციალ-დემოკრატების პარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტია იმუშავებს, რომ შვედეთმა ნატო-ში გაწევრიანებაზე განაცხადოს. ამგვარად, სოციალ-დემოკრატები იმუშავებენ იმისთვის, რომ შვედეთი, თუ განაცხადი ნატო-ს მიერ დამტკიცებული იქნება, გამოთქვამს ცალმხრივ დათქმას შვედეთის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღისა და მუდმივი ბაზების განლაგების წინააღმდეგ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მმართველი პარტიის პოზიციის გაჟღერების შემდეგ, ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე ისაუბრა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, მაგდალენა ანდერსონმა, რომელმაც თქვა, რომ შვედეთს სჭირდება უსაფრთხოების ფორმალური გარანტიები, რომლებიც მოჰყვება ნატო-ს წევრობას.

„ნატო-ს სასარგებლოდ პოზიცია ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მზად ვართ უარი ვთქვათ უსაფრთხოების პოლიტიკაზე, რომელიც შვედეთს 200 წლის განმავლობაში სხვადასხვა ფორმით ჰქონდა. ჩვენთვის, სოციალ-დემოკრატებისთვის, ცხადია, რომ სამხედრო მიუმხრობლობა კარგად ემსახურებოდა შვედეთს, მაგრამ ჩვენი დასკვნა არის ის, რომ ის არ გამოგვადგება მომავალში. კრემლმა აჩვენა, რომ მზად არის ძალის გამოყენებისთვის და უარს არ ამბობენ შექმნან უზარმაზარი რისკი. ჩვენი უსაფრთხოება მჭიდროდ არის დაკავშირებული ჩვენი მეზობლების უსაფრთხოებასთან. შვედეთს სამხედრო მიუმხრობლობა აქვს, მაგრამ არ ვართ ნეიტრალურები. ნატო-ს წევრობით შვედეთი არამხოლოდ მიიღებს მეტ უსაფრთხოებას, არამედ იქნება უსაფრთხოების ხელშემწყობი“, – თქვა მაგდალენა ანდერსონმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა