თინა ბოკუჩავა - რა თქმა უნდა, ვრჩები „ნაციონალურ მოძრაობაში“
ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ უკრაინა დაიწვება, მაშინ თქვენი მოსკოვიც დაიწვება
ელენე ხოშტარია - გუშინ, ბრიფინგის შემდეგ ჩემთან იყო კომუნიკაცია ციხის ადმინისტრაციის მხრიდან - ჯერ არანაირი კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა, არც მკურნალ ექიმთან ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
დონალდ ტუსკი - რუსი სატირიკოსი მხატვრის, ფსევდონიმით ცნობილ სემიონ სკრეპეცკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია - ის საქართველოს პასპორტს იყენებს
Russian forces lose another 1,370 troops and four air defense systems in war against Ukraine
Zelensky holds trilateral talks with Trump and Macron
U.S. releases text of official agreement with Iran
დრონებით თავდასხმის გამო მოსკოვის აეროპორტებში შეზღუდვები დაწესდა

ვოლოდიმირ ზელენსკი - გვაქვს იმედი, რომ მარიუპოლის დამცველების სიცოცხლის შენარჩუნება შესაძლებელი იქნება

17.05.2022 ნახვები: 591

გვაქვს იმედი, რომ მარიუპოლის დამცველების სიცოცხლის შენარჩუნება შესაძლებელი იქნება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ზელენსკის თქმით, უკრაინელი გმირები უკრაინას ცოცხლები სჭირდება.

„არ იყო მარტივი დღე. თუმცა ეს დღეს, როგორც ყველა დანარჩენი, მიმართულია იმისკენ, რომ დაიცვას ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი. რაც შეეხება მარიუპოლში არსებულ სიტუაციას, უკრაინელი სამხედროების ქმედებების დახმარებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების, დაზვერვის, ასევე მომლაპარაკებელი ჯგუფის, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და გაერო-ს დახმარებით, გვაქვს იმედი, რომ ჩვენი ბიჭების სიცოცხლის შენარჩუნება შესაძლებელი იქნება. მათ შორის არიან დაჭრილები, მათ სჭირდებათ დახმარება. მინდა, ხაზი გავუსვა: უკრაინელი გმირები უკრაინას ცოცხლები სჭირდება. ეს ჩვენი პრინციპია. ვფიქრობ, ამ სიტყვებს ყველა ადეკვატური ადამიანი გაიგებს. მარიუპოლის დამცველების გადარჩენის ოპერაცია უკრაინელი სამხედროების და მზვერავების მიერ დაწყებულია. ჩვენი ბიჭების სახლში დასაბრუნებლად მუშაობა გრძელდება და ეს სამუშაო დელიკატურობას და დროს საჭიროებს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, უკრაინამ მარიუპოლის დამცველების გათავისუფლების ოპერაცია დაიწყო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა