ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

არა მხოლოდ მაკრონი, სხვა ევროპელი პოლიტიკოსებიც სთავაზობდნენ უკრაინას, წასულიყო დათმობაზე პუტინის გამო-პოდოლიაკი

ნახვები: 598 არა მხოლოდ მაკრონი, სხვა ევროპელი პოლიტიკოსებიც სთავაზობდნენ უკრაინას, წასულიყო დათმობაზე პუტინის გამო-პოდოლიაკი

არა მხოლოდ მაკრონი, სხვა ევროპელი პოლიტიკოსებიც სთავაზობდნენ უკრაინას, წასულიყო დათმობაზე პუტინის გამო, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროპა „უფრო კორექტულად“ უნდა მიუდგეს იმას, თუ როგორ დასრულდება ეს ომი.

„საერთო ჯამში, ეს ცოტა უცნაური განცხადებები, არამხოლოდ ბატონი მაკრონის, არამედ ასევე, გარკვეული ხალხისაა ევროპის პოლიტიკური საზოგადოებიდან. გასაგებია, რომ უკრაინული საზოგადოება მხარს არ დაუჭერს ასეთ მოთხოვნებს. მეორეც, ნებისმიერი დათმობა რუსეთისთვის ნიშნავს მინსკი-3-ს, შესაბამისად გაჭიანურებულ ომს. ეს უნდა ესმოდეს ევროპის პოლიტიკურ ელიტას, როდესაც მსგავს განცხადებებს აკეთებს. ჩვენ ამაზე გაცნობიერებულად არ წავალთ,“ – აღნიშნა პოდოლიაკმა.

მისი თქმით, ნებისმიერი დათმობა რუსეთისთვის გამოიწვევს უკრაინის მიმართ სხვა პრეტენზიებსა და მოთხოვნებს.

„ჩემთვის, ომის 83-ე დღეს სრულიად გაუგებარია, რატომ უჩნდებათ ევროპაში ასეთი აზრები. სავარაუდოდ, მათ სურთ, დაუბრუნდნენ რუსეთთან ბიზნესის წარმოების მათთვის ჩვეულ წესებს, თუმცა მეჩვენება, რომ ეს ყველაფერი უკვე აღარ იქნება, რადგან დაფიქსირებულია რუსეთის სამხედრო დანაშაულები დიდი მასშტაბით“, – განაცხადა ერდოღანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა