ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ნებისმიერი ადამიანი, რომელიც კანონს დაარღვევს, ჩაიდენს დანაშაულს, უნდა დაისაჯოს-ირაკლი ღარიბაშვილი

ნახვები: 620 ნებისმიერი ადამიანი, რომელიც კანონს დაარღვევს, ჩაიდენს დანაშაულს, უნდა დაისაჯოს-ირაკლი ღარიბაშვილი

ნებისმიერი ადამიანი, რომელიც კანონს დაარღვევს, ჩაიდენს დანაშაულს, უნდა დაისაჯოს, ასეთია მოწყობა ნებისმიერი თანამედროვე, სამართლებრივი, ცივილიზებული სახელმწიფოსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ნიკა გვარამიას დაკავების საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, არც ერთი ადამიანი არ არის კანონზე მაღლა.

„მესმის თქვენი წუხილის. მე ერთ რამეს გეტყვით, რომ ნამდვილად ვერ შევალ დეტალებში და ვერ გავაკეთებ კომენტარს ბატონი გვარამიას შესახებ. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც კანონს დაარღვევს, ჩაიდენს დანაშაულს, უნდა დაისაჯოს. ასეთია მოწყობა ნებისმიერი თანამედროვე, სამართლებრივი, ცივილიზებული სახელმწიფოსი. ჩვენ თუ გვინდა, რომ ვიყოთ ცივილიზებული, თანამედროვე დემოკრატია, სამართლებრივი სახელმწიფო, იქ, სადაც კანონის უზენაესობა არის დაცული, პირველ რიგში არც ერთი ადამიანი არ არის კანონზე მაღლა, მაშინ არ უნდა გაგვიჩნდეს კითხვები. მე სხვას ვერაფერს ვერ გეტყვით. მინდა გითხრათ, რომ პროცესი იმდენად გამჭვირვალედ წარიმართა, ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობ გვარამიზე, ნებისმიერ ადამიანზე, პატიმარზე, სხვა პატიმრებზეც. ეს არ არის ჩემი საზრუნავი, ამისთვის ჩვენ გვყავს პროკურატურა და სასამართლო, რომელიც ბოლო 8-9 წლის განმავლობაში გახდა იმდენად ანგარიშვალდებული, გამჭირვალე, აბსოლუტურად ღია. უამრავი რეფორმა განხორციელდა და ჩვენ მთელი ევროპის მასშტაბით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მასშტაბით და საერთო სტატისტიკას თუ ავიღებთ, ბევრ ევროპულ ქვეყანასაც კი ვუსწრებთ წინ ყველა მიმართულებით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კითხვაზე, თქვენი ოჯახის წევრებიც გადაადგილდებიან ავტომობილით, პრემიერმა აღნიშნა: „სკანდალში გამომიჭირეთ? ახლა მომისმინეთ, მე ვარ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გვარამია იყო კერძო კომპანიის დირექტორი, რომელმაც, როგორც მე ვიცი, მოიპარა ფული, თუ გააკოტრა კომპანია, რა შუაშია მე და ჩემი ოჯახის წევრებს რომ გვადარებთ, რატომ სარგებლობს თურმე პრემიერ-მინისტრის ოჯახი სახელმწიფო მანქანებით, ამას ეუბნებით ხალხს. ეს არის ტყუილი. მე კანონით მეკუთვნის სახელმწიფო მანქანები, ამის მიუხედავად, ჩემი მანქანით გადავადგილდები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა