ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ბუქარესტის ტურნირზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ახალგაზრდულმა ნაკრებმა ხუთი ოქროს მედალი მოიპოვა

ნახვები: 596 ბუქარესტის ტურნირზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ახალგაზრდულმა ნაკრებმა ხუთი ოქროს მედალი მოიპოვა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა, ბუქარესტში გამართულ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე ათივე წონით კატეგორიაში მედალი მოიპოვა.

20-წლამდელებმა შეჯიბრება 5 ოქროს, 2 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს.

ტურნირზე ჩემპიონები გახდნენ: რომეო ბერიძე (63 კგ), ნიკა ბროლაძე (67 კგ), აჩიკო ბოლქვაძე (82 კგ), ბექა მელელაშვილი (87 კგ) და მათე გოქაძე (130 კგ).

ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ: დიმიტრი ხაჩიძე (60 კგ) და კოტე სიჭინავა (97 კგ).

ბრინჯაოს მედლები კი ლუკა ჯავახაძემ (55 კგ), თემურ ორჯონიკიძემ (72 კგ) და თორნიკე მიქელაძემ (77 კგ) მოიპოვეს.

ივნისის ბოლოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრება.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა