ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორს, კრისტალინა გეორგიევას შეხვდა

ნახვები: 599 ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორს, კრისტალინა გეორგიევას შეხვდა

საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო, მიმდინარე ეკონომიკური პროცესები, პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკის აღდგენის დინამიკა და საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი კონკრეტული ღონისძიებები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა კრისტალინა გეორგიევამ შეხვედრაზე, რომელიც დავოსში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მთავრობის მეთაურმა სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორს საქართველოში განხორციელებული პროექტებისთვის და რეფორმების დღის წესრიგის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„საუბარი შეეხო ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს მიერ შეტანილ განაცხადს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის თვითშეფასების კითხვარი საქართველომ ვადაზე ადრე შეავსო და ახლა ქვეყანა შესაბამისი გადაწყვეტილების მოლოდინშია.

პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორთან პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოს ეკონომიკის სწრაფი აღდგენის დინამიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პანდემიის დროს სავალუტო ფონდის მხარდაჭერით განხორციელებულმა შესაბამისმა პროგრამამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კრიზისზე ეფექტური რეაგირების კუთხით.

შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს. აღინიშნა, რომ საქართველო განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას, როგორც პოლიტიკურ დონეზე, მათ შორის საერთაშორისო ფორმატებში“,- აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა