ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

მოვუწოდებ ხელისუფლებას, დაუყონებლივ გაასაჯაროოს 20-პუნქტიანი დოკუმენტი, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირში ვიზიტის დროს მიიღო-სალომე სამადაშვილი

ნახვები: 600 მოვუწოდებ ხელისუფლებას, დაუყონებლივ გაასაჯაროოს 20-პუნქტიანი დოკუმენტი, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირში ვიზიტის დროს მიიღო-სალომე სამადაშვილი

ვხედავთ „ქართული ოცნების“ ისტერიკას, ელოდებიან წარუმატებლობას ევროპულ ასპარეზზე. ეს წარუმატებლობა მათთვის არის ძალიან მძიმე მოლოდინი, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

სალომე სამადაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, ხელისუფლებამ გაასაჯაროოს 20-პუნქტიანი დოკუმენტი, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირში ვიზიტის დროს მიიღო.

„დღეს გადასარჩენია ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, რადგან ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტამდეც ვიყავი ბრიუსელში და მისი ვიზიტის შემდეგაც. ღარიბაშვილის ვიზიტის შემდეგ კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაა დღეს ბრიუსელში. რაც შეეხება საქართველოს პერსპექტივების შეფასებებს, ვერცერთ შეკითხვას პასუხი ვერ გასცა ღარიბაშვილმა და შესაბამისად, დღეს ვხედავთ „ქართული ოცნების“ ისტერიკას, ელოდებიან წარუმატებლობას ევროპულ ასპარეზზე. ეს წარუმატებლობა მათთვის არის ძალიან მძიმე მოლოდინი, რადგან მათ შორის საკუთარ ამომრჩეველსაც ატყუებს ეს ხალხი. „ ქართული ოცნების“ ამომრჩეველსაც სურს ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანება. დასავლეთთან ასეთ დაბალ ნიშნულზე „ქართული ოცნების“ ურთიერთობები ისტორიულად არ ყოფილა, რაც თავისთავად არ აწყობს ბიძინა ივანიშვილს, რადგან ივანიშვილს არ სჭირდება ასეთი ზედმეტად დაძაბული და წარუმატებელი ურთიერთობები დასავლეთთან. სწორედ ამიტომ ატეხა ღარიბაშვილმა ეს ისტერიული თავდასხმა ოპოზიციაზე, სწორედ მსგავსი განცხადებების გამო არის, რომ დღეს „ქართული ოცნების“ პარტნიორი პარტიის, „სოციალისტური პარტიის“ წარმომადგენლებს  მიაჩნიათ, რომ ირაკლი კობახიძე არის პარანოიდული შიშებით შეპყრობილი პოლიტიკოსი, რომელიც აზიანებს საკუთარი ქვეყნის და სახელმწიფოს მომავალს. სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, დღეს ჩვენ ეროვნული ამოცანა გვაქვს, რომ გადავარჩინოთ ჩვენი განაცხადის ბედი, რადგან დღევანდელი მდგომარეობა გამოიყურება საკმაოდ მძიმედ“, – განაცხადა სამადაშვილმა.

სალომე სამადაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუბრუნდეს შარლ მიშელის შეთანხმებას.

„მივმართავ ხელისუფლებას, დაბრუნდნენ დაუყოვნებლივ მიშელის შეთანხმებაში, შევქმნათ ინტერპარტიული ჯგუფი, რომელიც მიშელის შეთანხმების აღდგენის შემდეგ გაემგზავრება ვიზიტით ბრიუსელში და დაარწმუნებს ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომ არ წაართვან ჩვენს ქვეყანას ევროპული მომავლის შანსი. მოვუწოდებ  დაუყონებლივ, დღესვე გაასაჯაროოს ხელისუფლებამ 20-პუნქტიანი დოკუმენტი, რომელიც მიიღო ღარიბაშვილმა ევროკავშირში მისი ვიზიტის დროს, სადაც არის დიდი ჩამონათვალი პრობლემების, რომლებიც დღეს არსებობს ხელისუფლების მხრიდან დაუყონებლივ გადასაჭრელად, ეს უკავშირდება რა თქმა უნდა მართლმსაჯულების რეფორმას პოლიტიკურ მდგომარეობას ქვეყანაში და ბევრ სხვა ვალდებულებას, რომლებიც შეუსრულებელია დღემდე“, – განაცხადა სამადაშვილმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა