ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

მოსამართლეებს ხომ უნდათ ამ ქვეყანაში ცხოვრების გაგრძელება და ნუ ჩაყვებიან პოლიტიკურ მოუსავლეთში „ქართულ ოცნებას“-ლევან ხაბეიშვილი

ნახვები: 623 მოსამართლეებს ხომ უნდათ ამ ქვეყანაში ცხოვრების გაგრძელება და ნუ ჩაყვებიან პოლიტიკურ მოუსავლეთში „ქართულ ოცნებას“-ლევან ხაბეიშვილი

თქვენ ასეთი პოლიტიკური მიდგომა გაქვთ – ზეთი გაძვირდა? არა უშავს, პრეზიდენტი სააკაშვილი მყავს ციხეში, საწვავი ღირს 4 ლარი? მერე რა, გვარამია ხომ დავიჭირე? ყველაფერს მიხედავთ, ოღონდ ხალხის პრობლემაზე და ხალხზე არ იფიქროთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე, რომელმაც გვარამიას საქმე შეასრულა, ვეღარ მიდის აშშ-ის დაფინანსებით და ეს შემდგარი ფაქტია.

„როდესაც მოსამართლეზე ვსაუბრობთ – ლაშა ჩხიკვაძე ხომ მიდიოდა ამერიკელების დაფინანსებით? გვარამიას საქმე, ასე ვთქვათ, რომ შეასრულა, ხომ აღარ მიდის? ეს ხომ შემდგარი ფაქტია? რაც არ უნდა ილაპარაკოს კობახიძემ, თალაკვაძემ ნებისმიერმა, რა მნიშვნელობა აქვს. მოსამართლეები ნერვიულობენ და უნდა ინერვიულონ, აქედან მინდა, ვუთხრა მათ, ნუ ჩაყვებიან პოლიტიკურ მოუსავლეთში „ქართულ ოცნებას“, რადგან ხვალ, ზეგ თქვენს მამამარჩენალსაც სავარაუდოდ სანქციები ელოდება. ამასობაში, მაღალი თანამდებობის პირებს, ვინც რუსული პროპაგანდით ხართ დაკავებული, სერიოზული პრობლემები გექმნებათ. ამ მოსამართლეებს ხომ უნდათ ამ ქვეყანაში ცხოვრების გაგრძელება და ნუ ჩაყვებიან პოლიტიკურ მოუსავლეთში. კლანზე რატომ გწყინთ? ერთ მაგალითს მოგიყვანთ – მოსამართლე ირაკლი შენგელიას ცოლისძმაც სასამართლოში მუშაობს, დაც, დისშვილიც, დისშვილის მეუღლე – პარლამენტში და მისი ნათესავიც. მოსამართლე ილონა თოდუას მეუღლე სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში მუშაობს, დეიდაშვილი მოსამართლეა, მეორე დეიდაშვილიც სასამართლოში მუშაობს, ბიძაშვილი – აღსრულების ეროვნულ ბიუროში. კლანი მეტი რა არის, თუ არა ეს კონკრეტული ფაქტები“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა