ადვოკატი - ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, აქვს მოძრაობის გაძნელება
მიხეილ სააკაშვილი - რამდენიმე ოპოზიციონერმა ის კი არ თქვა, 20 ივნისს შემოვუერთდებითო, არამედ მიშას მხარდაჭერილი აქციააო
War update: 237 combat engagements on front line over past day
ADF neutralizes 97 of 119 Russian drones overnight
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,260 over past day
G7 leaders agree to increase air defense deliveries to Ukraine
Ukraine's efforts pay off on all fronts – Costa
Trump willing to pressure Russia if G7 allies help with Iran – Politico

ოპოზიციას მოვუწოდებ, შეწყვიტოს საქართველოს ევროინტეგრაციის საბოტაჟი-თამარ ტალიაშვილი

27.05.2022 ნახვები: 598

მოგიწოდებთ, შეწყვიტოთ საქართველოს ევროინტეგრაციის საბოტაჟი, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თამარ ტალიაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებს პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატები ინტერპელაციის წესით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს უსმენდნენ.

„თქვენი ყველა სიტყვა თავისი შინაარსით და ყველა ქმედება მიმართულია იქეთ, რომ არ განხორციელდეს საქართველოს ევროინტეგრაცია. დღეს, ჩემი, როგორც მოქალაქის და ისევე როგორც საქართველოს ყველა მოქალაქის ვალდებულება არის ის, რომ მოუწოდოს ოპოზიციას შეწყვიტონ  ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს საბოტაჟი. ოპონენტებო, თქვენ სამწუხაროდ პოლიტიკური დეჟა ვიუს პროცესში ბრძანდებით. შარშან თქვენ მოგიწოდებდით ჩვენ, მოგიწოდებდათ მოსახლეობა, მოგიწოდებდნენ ამერიკის შეერთებულ შტატების სენატის წევრები, კონგრესმენები, ევროპარლამენტარები, რომ შეგეწყვიტათ საპარლამენტო საბოტაჟი. დღეს მოგიწოდებთ შეწყვიტოთ საქართველოს ევროინტეგრაციის საბოტაჟი“, – განაცხადა ტალიაშვილმა.

თამარ ტალიაშვილის განცხადებით, ოპოზიცია მიზანმიმართულ საბოტაჟს მიმართავს, რათა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს პრობლემები შეექმნას და ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსი ვერ  მიიღოს.

„თქვენ საუბრობთ იმასთან დაკავშირებით, რომ არის მრავალი ტექნიკური საკითხი, რომელიც აისახა ამ კითხვარში გათვალისწინებულ 2 600-ზე მეტ პასუხში, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველაზე მნიშვნელოვანი არის პოლიტიკური გარემო. მოდით თვალი გადავავლოთ უკანასკნელი პერიოდის პოლიტიკურ გარემოს. რამდენიმე თვის წინ, მიხეილ სააკაშვილს, მისი მეგობარი, ევროპარლამენტარი კუბილიუსი მოუწოდებდა, რომ არ ჩავიდეს საქართველოში, რადგან ეს ხელს შეუწყობს პოლარიზაციის გაღრმავებას, პოლიტიკურ დაძაბულობას. ამის მიუხედავად, მან კანონდარღვევით, მიზანმიმართულად შემოაღწია ქვეყანაში. ამის შემდეგ, ჩვენ ვხედავთ, რომ ურთულეს პერიოდში მსოფლიოში და ევროპის წინაშე უდიდესი გამოწვევების პერიოდში თქვენ აირჩიეთ ის გზა, რომ სწორედ საქართველო დაგედანაშაულებინათ იმაში, რაც არის სრულიად წარმოუდგენელია საქართველოს ყველა მოქალაქისათვის, ყველა ქართველისთვის – რუსეთის ბანაკში ყოფნა და უკრაინის წინააღმდეგ მოქმედება.

ამის შემდეგ საქართველოს მთავრობის მეთაური ხელს აწერს განაცხადს, ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მოპოვებასთან დაკავშირებით. განაცხადი შეივსო, გაიგზავნა, კითხვარი შეივსო დამოუკიდებლად, უმოკლეს ვადებში და ამის შემდეგ თქვენ აგზავნით დელეგაციას ბრიუსელში და იწყება შეხვედრები და თქვენი მიზანმიმართული კამპანია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ამ მთავრობით ახლა არ იმსახურებს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინსვლას. ეს არის ჩვენი რეალობა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირი მიიღებს ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა