ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ნონა მამულაშვილი ამბობს, პარლამენტიდან წასვლა მინდაო, ვეუბნები, წადი-დავით უსუფაშვილი

ნახვები: 600 ნონა მამულაშვილი ამბობს, პარლამენტიდან წასვლა მინდაო, ვეუბნები, წადი-დავით უსუფაშვილი

„ლელოს“ წევრის დავით უსუფაშვილის განცხადებით, პარლამენტის დატოვება თუ ვინმეს სურს, ეს უნდა გააკეთოს.

როგორც უსუფაშვილმა განაცხადა, ნონა მამულაშვილს თავისმა პარტიამ უნდა გასცეს პასუხი.

„თუ არ უნდა, დატოვოს პარლამენტი, რა პრობლემაა? ანუ, რას ამბობს, ვერ ვივარგე პარლამენტში და ამიტომ წავიდეო? – წავიდეს. ანუ, პარლამენტში სუსტი ვარ და უნდა წავიდეო? – წავიდეს. სხვა რა ვთქვა? მისგან ამ თემის წამოწევა რატომ ხდება, მართლა არ ვიცი. ასეთი განცხადებები „ლელოს“ არ ასუსტებს, თავისმა პარტიამ თავად გასცეს პასუხი. აგერ ვდგავარ მე, მამულაშვილი ამბობს წასვლა მინდა და ვეუბნები – წადი-თქო. აქ ჩემ გამო შემოვიდა?, – განაცხადა უსუფაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნონა მამულაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის პარლამენტიდან გასვლა ბრძოლის სტრატეგიის ერთ-ერთი ფაქტორი უნდა იყოს.

„ჩემი პირადი აზრია, ამ შემთხვევაში პარლამენტიდან გამოსვლა, ოღონდ მთლიანი ოპოზიციის. ერთი პოლიტიკური პარტიის გამოსვლა არაფერს ცვლის. მთლიანი პროდასავლური ოპოზიციის გამოსვლა იქნებოდა უკვე დემარში და ჟესტი, რომელიც დისკომფორტს მიაყენებდა „ქართულ ოცნებას“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა