ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ვოლოდიმირ ზელენსკის ზაპოროჟიეს ოლქში სტუმრობის დროს რუსული „სუ-25“ ჩამოაგდეს

ნახვები: 624 ვოლოდიმირ ზელენსკის ზაპოროჟიეს ოლქში სტუმრობის დროს რუსული „სუ-25“ ჩამოაგდეს

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ზაპოროჟიეს ოლქში სტუმრობის დროს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული „სუ-25“-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინული მედიის ცნობით, ზელენსკიმ უკრაინის არმიის მოწინავე პოზიციები მოინახულა და ოპერატიულ მდომარეობას გაეცნო.

უკრაინის პრეზიდენტმა დევნილების განსახლების ადგილები მოინახულა. მარიუპოლიდან დევნილებმა ქვეყნის პრეზიდენტთან შეხვედრისას ისაუბრეს იმ ტრაგიკულ მოვლენებზე, რომელთა გადატანაც მოუწიათ რუსეთის შეჭრის გამო.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ყველა ადამიანმა, ვინც სახლები დაკარგა, კომფორტული საცხოვრებელი უნდა მიიღოს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ზაპოროჟიეს რეგიონის ტერიტორიის თითქმის 60 პროცენტი რუსეთის შეიარაღებულ ძალებს აქვთ ოკუპირებული.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა