მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine
Ukraine's Unmanned Systems Forces destroy one Russian battalion on front line every day – 'Magyar'

უკრაინის საზღვაო ძალებში აცხადებენ, რომ რუსულ გემებს უკრაინის სანაპიროდან 100 კილომეტრით უკან დაახევინეს

ნახვები: 603 უკრაინის საზღვაო ძალებში აცხადებენ, რომ რუსულ გემებს უკრაინის სანაპიროდან 100 კილომეტრით უკან დაახევინეს

უკრაინის საზღვაო ძალებში აცხადებენ, რომ რუსულ გემებს უკრაინის სანაპიროდან 100 კილომეტრით დაახევინეს უკან. აღნიშნულის შესახებ უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ მოწინააღმდეგის საზღვაო ძალების დასამარცხებლად განხორციელებული აქტიური ქმედებების შედეგად, რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის გემების ჯგუფმა უკრაინის სანაპიროდან 100 კილომეტრზე მეტი მანძილით დაიხია უკან. ანგარიშის მიხედვით, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილზე კონტროლის აღდგენის მცდელობისას, რუსეთი იძულებული გახდა, შეეცვალა ტაქტიკა, რის გამოც „ბალ“ და „ბასტიონის“ ტიპის სარაკეტო სისტემები ყირიმსა და ხერსონის რეგიონში განათავსეს და დამატებითი ძალები კუნძულ ზმეინიზე გადაისროლეს.

ამასთან, საზღვაო ძალებში აღნიშნავენ, რომ რუსეთმა, სავარაუდოდ, დიდი რაოდენობით თანამედროვე სარაკეტო იარაღი გამოიყენა და ახლა იძულებულია, მოძველებული ტიპის რაკეტები გამოიყენოს, რომელთა მარაგი საკმარისად აქვს უკრაინაზე დარტყმების განსახორციელებლად. საზღვაო ძალების მიხედვით, აღნიშნულიდან გამომდინარე ზღვიდან დარტყმების განხორციელების რისკი კვლავ მაღალია.

„ზღვიდან სარაკეტო დარტყმების საფრთხე რჩება. შემოჭრის დაწყებიდან მოწინააღმდეგის გემებმა და წყალქვეშა ნავებმა უკრაინის ტერიტორიის მიმართულებით 300-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს. ამჟამად „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტებით დარტყმის ინტენსივობა შემცირდა, ამავდროულად, მტერმა სამიზნეებზე დარტყმების განხორციელება გემსაწინააღმდეგო რაკეტებით დაიწყო, რომელთა მთავარი დანიშნულება სამხედრო გემების განადგურებაა“, – ნათქვამია ანგარიშში.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა