ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ბორის ჯონსონი უნდობლობის საკითხზე კენჭისყრის შედეგებს გადამწყვეტს უწოდებს

ნახვები: 615 ბორის ჯონსონი უნდობლობის საკითხზე კენჭისყრის შედეგებს გადამწყვეტს უწოდებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა უნდობლობის საკითხზე კენჭისყრის შედეგებს გადამწყვეტი უწოდა და აღნიშნა, რომ ახლა მთავრობას შეუძლია, ფოკუსირდეს საკითხებზე, რომლებიც ნამდვილად მნიშვნელოვანია ხალხისთვის. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ბორის ჯონსონმა მადლობა გადაუხადა კოლეგებს მხარდაჭერისთვის და თანაპარტიელებს გაერთიანებისკენ მოუწოდა.

„ეს არის კარგი შედეგი პოლიტიკისთვის და ქვეყნისთვის. ვფიქრობ, ეს არის დამაჯერებელი, გადამწყვეტი შედეგი. და ეს ნიშნავს, რომ როგორც მთავრობას, ჩვენ შეგვიძლია, გავაგრძელოთ სვლა და ფოკუსირება საკითხებზე, რომლებიც ვფიქრობ, ნამდვილად მნიშვნელოვანია ხალხისთვის“, – განაცხადა ჯონსონმა.

მისი თქმით, ეს არის შესაძლებლობა, „უკან მოიტოვონ“ კონსერვატიული პარტიის შიგნით მიმდინარე დავები.

„მე მაქვს უფრო დიდი მანდატი ჩემი პარლამენტარი კოლეგებისგან, ვიდრე მაგალითად, მქონდა 2019 წელს. მე მადლობელი ვარ კოლეგების მხარდაჭერისთვის. რა თქმა უნდა, მე ვაცნობიერებ, რომ ახლა საჭიროა, გავერთიანდეთ როგორც მთავრობა და როგორც პარტია და ეს არის ზუსტად ის, რისი გაკეთებაც ახლა შეგვიძლია. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, უკან მოვიტოვოთ ყველაფერი ის, რაზეც ალბათ მედიას დიდი ხნით უნდოდა ფოკუსირება და გავაკეთოთ ჩვენი საქმე, რაც ნიშნავს, ფოკუსირებას იმ საკითხებზე, რომლებზეც საზოგადოებას ნამდვილად სურს, რომ ვილაპარაკოთ“, – განაცხადა ჯონსონმა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ლოკდაუნის დროს გამართული წვეულებების გამო უნდობლობის გამოცხადებას გადაურჩა. ჯონსონისთვის უნდობლობის გამოცხადებას 148 კონსერვატორმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 211 კი წინააღმდეგი იყო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა