ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

20 ივნისის აქციას ილიაუნის სტუდენტებიც უერთდებიან

ნახვები: 620 20 ივნისის აქციას ილიაუნის სტუდენტებიც უერთდებიან

ხვალინდელ აქციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც უერთიდებიან.

 

მათი თქმით, 19:00 საათზე ფილარმონიასთან შეიკრიბებიან, 20:00 საათზე კი პარლამენტთან აქციას შეუერთდებიან.

 

"ილიაუნის სტუდენტები ვუერთდებით 20 ივნისის 20:00 საათზე ევროპული მომავლისთვის დაგეგმილ აქციას!

 

შევიკრიბოთ ფილარმონიასთან 19:00 საათზე და მსვლელობით გავემართოთ საქართველოს პარლამენტთან!

 

ჩვენთვის, ახალგაზრდებისთვის, სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული მომავალი და უსაფრთხო გარემო, რომელიც საფრთხეშია! რუსეთ-უკრაინის ომმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა რომ ახლა თავისუფალი სამყარო საფრთხეშია, საქართველომ რუსეთის სისხლისმღვრელი პოლიტიკა ბევრჯერ გამოსცადა სწორედ ამიტომ ყველას კიდევ ერთხელ უნდა ვაჩვენოთ ქართველი ხალხის ნება, რომელიც ემყარება მშვიდობას ევროპულ ოჯახთან ერთად!" - ნათქვამია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა