ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

კომისიებს კომუნისტები ქმნიდნენ, როცა რამის მიჩუმათება სჭირდებოდათ-ხაზარაძე ოცნების გეგმაზე

ნახვები: 600 კომისიებს კომუნისტები ქმნიდნენ, როცა რამის მიჩუმათება სჭირდებოდათ-ხაზარაძე ოცნების გეგმაზე

ლელო საქართველოსთვის ლიდერი მამუკა ხაზარაძე ქართული ოცნების მიერ დღეს წარმოდგენილ გეგმას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ "კომისიებს კომუნისტები ქმნიდნენ, როდესაც საკითხის გაჭიანურება და მიჩუმათება სჭირდებოდათ".

"ვისაც დღეს კობახიძის “გეგმის და დაპირების” სჯერა, ან მოკლე მეხსიერება აქვს, ან მეტისმეტად გულუბრყვილოა, პროპორციული არჩევნები ასე ჩააგდეს , შარლ მიშელის შეთანხმება ასე გადახიეს, სხვას აღარ გაგახსენებთ… კომისიებს კომუნისტები ქმნიდნენ, როდესაც საკითხის გაჭიანურება და მიჩუმათება სჭირდებოდათ. მხოლოდ შარლ მიშელის დოკუმენტთან დაბრუნება და ეროვნული თანხმობის მთავრობაა გამოსავალი, თუ საქართველოს ევროპული მომავალი გვინდა", - წერს ხაზარაძე.

დღეს ქართულმა ოცნებამ ევროკომისიის 12-პუნქტიანი პირობების შესრულებისთვის გეგმა გააჟღერა. 

როგორც პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, ერთ-ერთი მთავარი საკითხი დეპოლარიზაციაა, რომლისთვისაც უნდა "გამოცხადდეს ერთგვარი მორატორიუმი აგრესიულ რიტორიკაზე. ამასთან, მან აღნიშნა, რომ პოლარიზაციის აღმოფხვრის მიზნით პარლამენტის ბაზაზე პოლარიზაციის მონიტორინგის ჯგუფი შეიქმნება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა