მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

ზურაბ ნოღაიდელი: "უჩა მამაცაშვილი რომ იყოს პარტნიორი, ამას რატომ დავმალავდი?“.

ნახვები: 1182 ზურაბ ნოღაიდელი: "უჩა მამაცაშვილი რომ იყოს პარტნიორი, ამას რატომ დავმალავდი?“.

აზერბაიჯანიდან ელექტრონერგიის იმპორტის სქემაში უჩა მამაცაშვილის მონაწილეობაზე საუბარი არასწორია, - ამის შესახებ კომპანია „ელ გრინის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრამ ზურაბ ნოღაიდელმა გაზეთ „ქრონიკა +"-სთან ინტერვიუში განაცხადა.


ჟურნალისტისკითხვაზე: რამდენიმე არგუმენტი არსებობს უჩა მამაცაშვილის მიერ ამ სქემის მფარველობის შესახებ. პირველი ეს გახლავთ გიორგი კუხალეიშვილისა და უჩა მამაცაშვილის საერთო ბიზნესი ლონდონში. არის თუ არა ეს რამე ფაქტორი იმისთვის, რომ „ელ გრინმა" მიიღო უჩა მამაცაშვილის მფარველობა?", ნორაიდელი პასუხობს: ჯერ ისიც არ ვიცი, კუხალეიშვილსა და უჩა მამაცაშვილს თუ აქვთ ერთად ბიზნესი ლონდონში, პირველად მესმის. მართალი რომ გითხრათ, არასდროს გამიგია საუბარში გიგასგან, რომ მათ აქვთ ერთობლივი ბიზნესი ლონდონში. ამიტომ არ მგონია, ეს სიმართლე იყოს. ნებისმიერ შემთხვევაში, ამას არანაირი კავშირი არ აქვს „ელ გრინისა" და ელექტროენერგიის ტრანზიტისა და იმპორტის ბიზნესთან საქართველოში, სრულიად არანაირი", - განაცხადა ნოღაიდელმა და დასძინა, - „თუ ამ პროცესში მონაწილეობს, ვთქვათ, უჩა მამაცაშვილი, დღეს, როგორც უკვე არასახელმწიფო წარმომადგენელი, რა პრობლემა იქნებოდა, რომ მას ამაში ოფიციალური მონაწილეობა მიეღო? მთავარია, თქვენ სწორად გაიგოთ _ საქართველოში ელექტროენერგია ყველაზე იაფად შემოგვაქვს ჩვენ, ეს ჩემთვის ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი სხვა კითხვა. ეს ხომ ძალიან ნათელია და ამაზე ხომ კითხვა არ გიჩნდებათ? ეს პროცესი თავიდან ბოლომდე გამოვასწორეთ მთავრობის მონაწილეობით _ საქართველოში შექმნილია კონკურენცია, ელექტროენერგიის იმპორტი უფრო იაფად ხორციელდება. თქვენ რომ ამ საკითხზე რაიმე კითხვის ნიშანი გაგიჩნდეთ, ეს ნამდვილად არ მომეწონება არავითარ შემთხვევაში. ვთქვათ, შემოგაქვს ძვირად და გაჭირვებული ხალხის ხარჯზე ზემოგებას იღებ. აი, ეს არავითარ შემთხვევაში არ მინდა, თორემ მანამდეც მითქვამს სხვა ინტერვიუში. ან ბიძინა ივანიშვილი რომ იყოს ჩვენი პარტნიორი, ან უჩა მამაცაშვილი, ამაში რა პრობლემაა და რატომ დავმალავდით? ამის განმარტება მინდა მხოლოდ და მხოლოდ, რომ საზოგადოებამ ეს კარგად გაიგოს"

ნოღაიდელი მიიჩნევს, რომ ამა თუ იმ ბიზესში ცალკეული პირების მონაწილეობაში პრობლემას ვერ ედავს, თუ ისინი საკუთარი გავლენით არ აზიანებენ საზოგადოების ინტერესს.

„ჩემი აზრით, დასამალი ნამდვილად არ არის, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, რაზედაც თავიდან ბოლომდე პასუხს ვაგებ, არის ის რომ ელექტროენერგიის ტრანზიტისა და იმპორტის ბიზნესში საქართველოსა და აზერბაიჯანში არ არის არც პოლიტიკური და არც პარტიული ინტერესი! გლეხურად რომ განვმარტო, როდესაც მე შემომაქვს ელექტროენერგია ყველაზე უფრო იაფად, რატომ უნდა გადავიხადო ამაში რაიმე წილი და ფული? არანაირი ლოგიკა ამაში არ არის. ჩვენ ყველას გვესმის საქართველოსა და ნებისმიერ ქვეყანაში წილში ჩასმის ლოგიკა, _ რაღაცაში უნდა მომეხმარონ, რომ წილში ჩავსვა, ტყუილუბრალოდ წილში ვინ ჩაგსვამს და ასეთი რამ ხომ არ ხდება? ამიტომ მინდა, რომ ძალიან მკაფიოდ გესმოდეთ, რაზედაც კითხვა გაქვთ, გაგეცით პასუხი და გაკმაყოფილებთ თუ არა. მე ვარ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და ასე მგონია, კერძო პირი, უჩა მამაცაშვილი რომ იყოს პარტნიორი, ამას რატომ დავმალავდი, დასამალი ამაში რა არის?".

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა