ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკომისია ამზადებს სამართლებრივ საფუძველს გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადასაცემად

ნახვები: 595 ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკომისია ამზადებს სამართლებრივ საფუძველს გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადასაცემად

ევროკომისია ამზადებს სამართლებრივ საფუძველს გაყინული რუსული აქტივების უკრაინის აღდგენისთვის გადასაცემად – უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

საქმე ეხება ევროკავშირის ტერიტორიაზე, როგორც სახელმწიფო, ისე რუსი ბიზნესმენების გაყინულ აქტივებს.

„ჩვენ ვმუშაობთ საკანონმდებლო ბაზაზე, რათა რუსეთის აქტივები და ნაწილობრივ, ოლიგარქების აქტივები გამოიყენონ უკრაინის აღდგენისთვის“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ასევე, ევროკომისიის პრეზიდენტმა უკრაინის აღდგენის შესახებ ლუგანოში გამართულ საერთაშორისო კონფერენციას ძალიან წარმატებული უწოდა, რადგან მან შეძლო მრავალი ინიციატივის გაერთიანება და მათი ძირითადი პრინციპების განხორციელებაზე კონცენტრირება.

„უნდა არსებობდეს მართვის სისტემა, რომელიც იქნება კომპეტენტური, ანგარიშვალდებული, სანდო ყველა ინიციატივისთვის, რომელიც მიიღებს დაფინანსებას და უკრაინის აღსადგენად გააერთიანებს ინვესტიციებს რეფორმებთან“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა