კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

თამარ გაბუნია - მსოფლიოს არც ერთ წამყვან დაავადებათა კონტროლის ცენტრს 18 წლის ზემოთ პირებში მეორე ბუსტერ დოზის უნივერსალურ გამოყენებაზე რეკომენდაცია არ გაუცია

ნახვები: 322 თამარ გაბუნია - მსოფლიოს არც ერთ წამყვან დაავადებათა კონტროლის ცენტრს 18 წლის ზემოთ პირებში მეორე ბუსტერ დოზის უნივერსალურ გამოყენებაზე რეკომენდაცია არ გაუცია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, მსოფლიოს არც ერთ წამყვან დაავადებათა კონტროლის ცენტრს 18 წლის ზემოთ პირებში მეორე ბუსტერ დოზის უნივერსალურ გამოყენებაზე რეკომენდაცია არ გაუცია.

„კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო დამატებით ბუსტერ დოზასთან დაკავშირებით, აშშ-სა და ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მეორე ბუსტერ დოზა რეკომენდებულია 50 წლის ზემოთ და ქრონიკული დაავადების მქონე პირებში. 18 წლის ზემოთ პირებში ჯერჯერობით არც ერთ ამ ორგანიზაციას მეორე ბუსტერ დოზის უნივერსალურ გამოყენებაზე რეკომენდაცია არ გაუცია“, – თამარ გაბუნიამ.

თამარ გაბუნიას განმარტებით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მიყვება იმ პროტოკოლს, რომლის თანახმად, დამატებითი ბუსტერ დოზა დასაშვებია 50 წელს ზევით და ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, ასევე სამედიცინო პერსონალისთვის.

როგორც მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, გამონაკლისის სახით, მეორე ბუსტერ დოზით ვაქცინაცია, ასაკის მიუხედავად, დასაშვებია მათთვის, ვინც საზღვარგარეთ მიემგზავრება და დამატებითი ბუსტერ დოზის ადმინისტრირებას მიმღები ქვეყანა ითხოვს.

თამარ გაბუნიას კომენტარს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა