კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვოლოდიმირ ზელენსკი - ვინმეს დალასში, სამედიცინო ცენტრზე რომ განეხორციელებინა იერიში, ან დრეზდენში, ღმერთმა არ ქნას, რა დაერქმეოდა ამას

ნახვები: 401 ვოლოდიმირ ზელენსკი - ვინმეს დალასში, სამედიცინო ცენტრზე რომ განეხორციელებინა იერიში, ან დრეზდენში, ღმერთმა არ ქნას, რა დაერქმეოდა ამას

ვინმეს რომ დალასში, სამედიცინო ცენტრზე განეხორციელებინა იერიში, ან დრეზდენში, ღმერთმა არ ქნას, რა დაერქმეოდა ამას? განა ტერორიზმი არა?“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვისას ვრცლად ისაუბრა ქალაქ ვინიცაზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშზე. მისივე თქმით, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთი ტერორისტ სახელმწიფოდ უნდა გამოცხადდეს.

„მსოფლიოს არც ერთი სხვა სახელმწიფო არ წარმოადგენს ასეთ ტერორისტულ საფრთხეს, როგორც რუსეთი. არც ერთი სახელმწიფო არ აძლევს საკუთარ თავს უფლებას, ყოველდღიურად რაკეტებით გაანადგუროს მშვიდობიანი ქალაქები და მოქალაქეები. ერთი სარაკეტო იერიშით ვინიცაში 23 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ათ წლამდე ბავშვი და სამწუხაროდ, ეს არ არის საბოლოო ციფრები. სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ნანგრევების ქვეშ ადამიანები არიან. ჰოსპიტალიზებულთა შორის ბევრი კრიტიკულ მდგომარეობაშია“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა