ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

პაატა იმნაძემ არ გამორიცხა, რომ კორონავირუსის გადატანის შემდგომ ვაქცინის მიღებამდე არსებული პერიოდი შემცირდეს

ნახვები: 400 პაატა იმნაძემ არ გამორიცხა, რომ კორონავირუსის გადატანის შემდგომ ვაქცინის მიღებამდე არსებული პერიოდი შემცირდეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ არ გამორიცხა, რომ კორონავირუსის გადატანის შემდგომ ვაქცინის მიღებამდე არსებული პერიოდი შემცირდეს. მისი განმარტებით, არსებული რეგულაციით, პირს, რომელმაც ვირუსი გადაიტანა, ვაქცინის გაკეთება მხოლოდ 120 დღის გასვლის შემდეგ შეუძლია, თუმცა ბევრ სხვა ქვეყანაში ეს პერიოდი გაცილებით ნაკლებია.

„კოვიდგატანილებისთვის დღეს მოქმედი წესი საქართველოში არის 120 დღე კოვიდის დადასტურებიდან. 120 დღის გასვლის შემდეგ უკვე ადამიანებს ეხსნებათ საშუალება, რომ ისინი დარეგისტრირდნენ აცრისთვის, ასე რომ, ჯერჯერობით ეს რეგულაცია მუშაობს. თუმცა, არის ქვეყნები, სადაც უფრო ნაკლებია ეს პერიოდი კოვიდგადატანის შემდეგომ ვაქცინის მიღების შესაძლებლობამდე. ვნახოთ, როდესაც დაგროვდება მტკიცებულებები, შეიძლება ჩვენთანაც შემცირდეს ეს პერიოდი,"- განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა