პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

მივესალმები მოსამართლის მიერ ზეწოლის თუ ზეწოლის მცდელობის ფაქტების გასაჯაროებას-თეა წულუკიანი

ნახვები: 462 მივესალმები მოსამართლის მიერ ზეწოლის თუ ზეწოლის მცდელობის ფაქტების გასაჯაროებას-თეა წულუკიანი

მივესალმები მოსამართლის მიერ ზეწოლის თუ ზეწოლის მცდელობის ფაქტების გასაჯაროებას, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი წერს, რომელიც მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება.

„სასამართლოს დამოუკიდებლობის პრაქტიკაში უზრუნველყოფისათვის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში კანონით სათანადოდ უზრუნველყოფილია, პირველ რიგში, მოსამართლეები და მოსამართლეთა კორპუსი უნდა იბრძოდნენ, ხმას იმაღლებდნენ სწორედ მაშინ, როცა ამ სიკეთეს თავს ესხმიან.

ამიტომაც, მივესალმები ზეწოლის თუ ზეწოლის მცდელობის ფაქტების გასაჯაროებას.

ეს რომ მთავრობის რომელიმე წევრს ეკადრებინა მოსამართლისთვის……“, – წერს თეა წულუკიანი.

თეა წულუკიანს აქვე მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებიდან ამონარიდი მოჰყავს:

„მას შემდეგ რაც, მე ნ. გვარამიას საქმეზე გამოვაცხადე განაჩენი, მე მქონდა შეხვედრა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში აშშ-ის საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელთან (ა.შ.შ.-ის იუსტიციის დეპარტამენტის ხაზით კევინ ბურკთან), რომელმაც საუბრისას გამომკითხა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მითხრა, რომ ელჩს აინტერესებს ამ საქმეზე რატომ მივიღე გამამტყუნებელი განაჩენი და განსაკუთრებით რატომ გამოვიყენე სასჯელად თავისუფლების აღკვეთა. ჩემი შეფასებით ეს იყო ანგარიშის მოთხოვნა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. ამას კი მოაყოლა, რომ სულ რამდენიმე დღეში დაგეგმილ ვიზიტში (სადაც 6 სისხლის პროფილის მოსამართლე) მივდიოდით აშშ-ში და სადაც ყველაფერი უკვე გაწერილი იყო, სამწუხაროდ ჩემი მონაწილეობა არასასურველი იქნებოდა და სიიდან ამოღებული ვიყავი“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა