ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ანრი ოხანაშვილი - „სტრატეგია აღმაშენებელი" და „ლელო" „ნაციონალური მოძრაობის" ტყვეობიდან ვერ გამოდიან - ამნისტიასთან დაკავშირებით მათთან პოზიციების დაახლოების რესუსი იკლებს

ნახვები: 413 ანრი ოხანაშვილი - „სტრატეგია აღმაშენებელი" და „ლელო" „ნაციონალური მოძრაობის" ტყვეობიდან ვერ გამოდიან - ამნისტიასთან დაკავშირებით მათთან პოზიციების დაახლოების რესუსი იკლებს

„სტრატეგია აღმაშენებელი" და „ლელო" „ნაციონალური მოძრაობის" ტყვეობიდან ვერ გამოდიან - ამნისტიასთან დაკავშირებით მათთან პოზიციების დაახლოების რესუსი იკლებს,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი მზად არის ამნისტიის კანონპროექტის მეორე მოსმენის ფარგლებში შინაარსობრივ საკითხებზე ოპოზიციასთან იმსჯელოს.

„ჩვენ მზად ვართ, მეორე მოსმენის ფარგლებში შინაარსობრივ საკითხებზე ვიმსჯელოთ განსაკუთრებით იმ ოპოზიციონერ დეპუტატებთან, ვინც მხარი დაუჭირეს „ქართული ოცნების" კანონპროექტს პირველი მოსმენით, ესენი არიან „მოქალაქეები", „გირჩი" და „ევროპელი სოციალისტები", რაც შეეხება „ლელოს" და „სტრატეგია აღმაშენებელს", მათთან პოზიციების დაახლოების რესურსი იკლებს, რადგან არათუ თავი შეიკავეს, არამედ წინააღმდეგ მისცეს ხმა. სამწუხაროა, რომ ეს ჯგუფები „ნაციონალური მოძრაობის" ტყვეობიდან ვერ გამოდიან.

კონკრეტულ პირებზე ორიენტირებული არ ვართ და კანონში ჩანაწერს კონკრეტულ პირებზე არ ვაკეთებთ. შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებიდან გამომდინარე შევიმუშავეთ დოკუმენტი, რომელიც არის სამართლიანი, საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი და რაც მთავარია, პასუხობს ამ დოკუმენტის სულისკვეთებას. ძალიან დიდი ამბიციები და წარმოდგენები აქვთ კონკრეტულ პირებს, თუ ჰგონიათ, რომ მათ შესახებ არის რომელიმე კანონპროექტში ჩანაწერი,"- განაცხადა ოხანაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა