საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა

ვინ არის და რა „დიდ საქმეს“ იძიებს ბაჩალიაშვილის საქმის ახალი ფიგურანტი

ნახვები: 224 ვინ არის და რა „დიდ საქმეს“ იძიებს ბაჩალიაშვილის საქმის ახალი ფიგურანტი

პირი, რომელმაც თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს სატელიტით გადაღებული ფოტოები მიაწოდა, აცხადებს, რომ აღნიშნული მასალა მას პარტნიორებმა უცხოეთიდან გამოუგზავნეს.

როგორც „ინტერპრესნიუსთან" საუბარში დავით ფურცხვანიძე განმარტავს, მას ანალიტიკური სააგენტო აქვს და „დიდ საქმეს" იძიებს, რომლის შემადგენელი ნაწილიც არის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეც.

„ვადასტურებ, რომ ეს ფოტოები მე მქონდა და ადვოკატს მე მივაწოდე, სხვა საკონტაქტო პირი ამ საქმეში არ მყოლია. უცხოეთიდან მოვიპოვე, წყაროს უფრო კონკრეტულად არ დავასახელებ. ჩემმა პარტნიორმა მეგობრებმა გამომიგზავნეს. ვიძიებ დიდ საქმეს, რომლის ნაწილიც არის ეს მკვლელობა, თუ თვითმკვლელობა. ყოველ შემთხვევაში, მე თვითმკვლელობის ვერსიას არ ვემხრობი. ანალიტიკური სააგენტო მაქვს და ამ და სხვა ტიპის საქმეებს ვიძიებ. ბაჩალიაშვილის საქმე ამ დიდი საქმის შემადგენელი ნაწილია.

პროკურატურას ბევრი რაღაცის საუბარი შეუძლია, რაც უნდა დაამტკიცოს. თუ ეს მონტაჟი და ყალბია, სახელმწიფო სტრუქტურას სრული შესაძლებლობა აქვს, გამოითხოვოს ასეთივე ფოტოები და დაადასტუროს საპირისპირო", - განაცხადა ფურცხვანიძემ.

ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატების მიერ გასაჯაროებული ე.წ. სატელიტის ფოტოებზე დანიშნული ექსტერტიზის დასკვნის შედეგებით გაირკვა, რომ ისინი დამონტაჟებული და ყალბია.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა