კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რიგგარეშე სესია პრეზიდენტმა მოიწვია და სხდომა თუ არ ჩატარდება, ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ ხალხს აბუჩად იგდებს-რომან გოცირიძე

ნახვები: 383 რიგგარეშე სესია პრეზიდენტმა მოიწვია და სხდომა თუ არ ჩატარდება, ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ ხალხს აბუჩად იგდებს-რომან გოცირიძე

რიგგარეშე სესია პრეზიდენტმა მოიწვია და სხდომის არჩატარება იმას ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ ამომრჩეველს პატივს არ სცემს, ხალხს აბუჩად იგდებს და კონსტიტუციას ფეხქვეშ თელავს, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა რომან გოცირიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

„ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ მმართველ გუნდს არ უნდა, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება, ყველაფერი იმიტაციაა და მოჩვენებითად მუშაობენ. დეკემბერში დავინახავთ, რომ მათი ამოცანა კანდიდატის სტატუსის მიღება კი არ იყო, არამედ მათ ძალაუფლების შენარჩუნება უნდათ. ევროპა არ უნდათ, რადგან თავად ევროპაში არიან – ფულსაც შოულობენ, მოსახლეობის 99,9 პროცენტი მოწყვეტილია ევროპულ სიკეთეებს. ეს ყველაფერი იყო პატარა ტესტი. დავრწმუნდით, რომ მათ მათ ევროპული რეკომენდაციების შესრულება არ უნდათ და ჩვენი შიშები სწორი იყო“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა