Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

სერგო ჩიხლაძე - გიორგი გახარიას პოლიტიკურ ველზე შემოსვლა მისთვის პოლიტიკურად საკმაოდ მძიმე იქნება - „სტრატეგია აღმაშენებლის“ სახელით გამოვრიცხავ მასთან რამე სახის თანამშრომლობას

ნახვები: 616 სერგო ჩიხლაძე - გიორგი გახარიას პოლიტიკურ ველზე შემოსვლა მისთვის პოლიტიკურად საკმაოდ მძიმე იქნება - „სტრატეგია აღმაშენებლის“ სახელით გამოვრიცხავ მასთან რამე სახის თანამშრომლობას

გიორგი გახარიას პოლიტიკურ ველზე შემოსვლა მისთვის პოლიტიკურად საკმაოდ მძიმე იქნება - „სტრატეგია აღმაშენებლის" სახელით გამოვრიცხავ მასთან რამე სახის თანამშრომლობას, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნებას გამოეხმაურა.

როგორც ჩიხლაძე აცხადებს, გახარია ძირითადად, „ქართული ოცნების" კონკურენტი იქნება.

„გიორგი გახარიას პოლიტიკურ ველზე შემოსვლა მისთვის პოლიტიკურად საკმაოდ მძიმე იქნება. როგორ მოახდენს პოზიციონირებას, რა პოზიციები ექნება მას, თუნდაც, „ქართულ ოცნებასთან", ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში, თუ მას სურს ოპოზიციონერობა, ვისი ოპოზიცია იქნება?

ბოლო სამ თვეს თუ არ ჩავთვლით, თვითონ იყო „ქართული ოცნების" სახე, პირველი აღმასრულებელი, პირველი ნომერი, აქედან გამომდინარე, ვისთან ექნება პრეტენზია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე? საკუთარ თავთან, თუ ბატონ ივანიშვილთან ? ძალიან ძნელი იქნება მისთვის ამ პოზიციების დაცვა.

რაც შეეხება იმას, თუ ვისი კონკურენტი იქნება. ის ძირითადად, „ქართული ოცნების" კონკურენტი იქნება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ამომრჩეველი გიორგი გახარიას არასდროს მისცემს ხმას, ისევე როგორც სხვა რეალურად ოპოზიციური პარტიების ამომრჩეველი. ის „ქართული ოცნების" კონკურენტი იქნება. „სტრატეგია აღმაშენებლის" სახელით გამოვრიცხავ მასთან რამე სახის თანამშრომლობას, იქნება ეს კოალიცია, ალიანსი, თუ ასე შემდეგ",-აღნიშნავს ჩიხლაძე.

ცნობისთვის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის" დღეს დაფუძნდება.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა