ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

„არ შეიძლება, ასეთი ჯალათები ბრუნდებოდნენ პოლიტიკაში“ - სამოქალაქო აქტივისტები გახარიას აქციას მოუწყობენ

ნახვები: 368 „არ შეიძლება, ასეთი ჯალათები ბრუნდებოდნენ პოლიტიკაში“ - სამოქალაქო აქტივისტები გახარიას აქციას მოუწყობენ

გიორგი გახარიას პოლიტიკური პარტიის პრეზენტაცია ხმაურისა და საპროტესტო აქციის ფონზე ჩაივლის - მოძრაობა "შეცვალეს" და "საქართველოსთვის" წევრები „ექსპო ჯორჯიასთან" შეკრიბებიან, სადაც დღეს, 17:00 საათზე, ექსპრემიერის პარტიის პრეზენტაცია უნდა გაიმართოს.

სამოქალაქო აქტივისტების თქმით, გახარიას ბრძანებით, 20 ივნისს ახალგაზრდებს თვალები დასთხარეს, ამისთვის კი მან პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოს.

"გახარია არის გავრილოვის ღამის შემოქმედი და პასუხისმგებელი იმ მოვლენებზე, რომლის დროსაც მანიფესტანტები დაასახიჩრეს", - განცხადა მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრმა, ალიკა კუპრავამ.

მოძრაობა "შეცვალეს" წევრის, დიმიტრი ბიძინაშვილის თქმით, მათი პროტესტის მიზანია, გაახსენონ საქართველოს, თუ როგორი იყო გახარიას მმართველობის პერიოდი.

"როგორი უსახურიც იყო მისი მმართველობა, ისე უსახურად წავიდა ეს ადამიანი და არ შეიძლება, ასეთი ჯალათები ბრუნდებოდნენ პოლიტიკაში და ჰქონდეთ იმის ამბიცია, რომ რაიმე თანამდებობა შეიძლება ეკავოთ" - განაცხადა ბიძინაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა