მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

IDFI-მ ყველაზე ღია და დახურული საჯარო დაწესებულებები დაასახელა

ნახვები: 363 IDFI-მ ყველაზე ღია და დახურული საჯარო დაწესებულებები დაასახელა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 2020 წლის ანგარიში წარადგინა და ყველაზე ღია და დახურული საჯარო დაწესებულებები დაასახელა.

IDFI-ის მიერ, 2020 წელს ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებად საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია და მთლიანად იუსტიციის სამინისტროს სისტემა შეფასდა.

მთავრობის ადმინისტრაციისა და იუსტიცის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების გარდა, კიდევ 13 დაწესებულება (მათ შორის სახელმწიფო ხაზინა) დასახელდა უწყებებად, რომელმაც IDFI-ის ყველა მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა;

„2020 წელს 285 საჯარო დაწესებულებაში გაგზავნილი 6 258 მოთხოვნიდან IDFI-მ პასუხი მიიღო 5,000 განცხადებაზე (80%). საჯარო დაწესებულებების ყველაზე დიდმა ნაწილმა (30%) უპასუხოდ დატოვა ან უარი განაცხადა მრჩევლის, ექსპერტისა და კონსულტანტის პოზიციებზე დასაქმებული პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებების მოწოდებაზე.

ამასთანავე, 2020 წელს საჯარო ინფორმაცია სრულყოფილი სახით და 10- დღიანი ვადის დაცვით 19-მა საჯარო დაწესებულებამ გასცა. მათ შორის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, სახალხო დამცველის აპარატმა, სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა.

ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები მიიღო საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ - 92,33%," - ნათქვამია IDFI-ის ანგარიშში.

2020 წელს განხორციელებული IDFI-ის მონიტორინგის შედეგების თანახმად, ქვეყანაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი წინა წელთან შედარებით გაუარესდა.

როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, 2020 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხის გაუარესების მიზეზად საჯარო სექტორის წარმომადგენლები ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიით შექმნილ კრიზისულ მდგომარეობას ასახელებენ, კერძოდ, უწყებები აცხადებენ, რომ პანდემიის შედეგად შეცვლილ სამუშაო პირობები (დისტანციური სამუშაო რეჟიმი, პანდემიასთან ბრძოლაში ჩართულობა და სხვ.) შემაფერხებელი ფაქტორი აღმოჩნდა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სათანადო უზრუნველყოფის პროცესში.

შედეგად, IDFI-ის ანგარიშის თანახმად, 2020 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნების, ასევე კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევით გაცემული პასუხების მაჩვენებელი.

პრესკონფერენციისას IDFI-იმ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ახალი ვებ-გვერდი წარადგინა: www.foi.idfi.ge. მათი განცხადებით, ვებ-გვერდზე შესაძლებელია საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზების, სტატისტიკისა და საჯარო დაწესებულებების რეიტინგის ნახვა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა