თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ალექსანდრ ლუკაშენკო - მოდით, გავჩერდეთ, არ არის საჭირო უფრო შორს წასვლა, წინ ბირთვული ომის უფსკრულია

ნახვები: 466 ალექსანდრ ლუკაშენკო - მოდით, გავჩერდეთ, არ არის საჭირო უფრო შორს წასვლა, წინ ბირთვული ომის უფსკრულია

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო უკრაინაში ომის დასრულების მოწოდებით გამოვიდა. ამის შესახებ მან ფრანგული სააგენტოსთვის – „ფრანს პრესისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. ლუკაშენკო აუცილებლობად მიიჩნევს შეთანხმებას და „უკრაინაში ოპერაციის და ომის დასრულებას“, რათა თავიდან იყოს აცილებული ბირთვული ომი.

„მოდით, გავჩერდეთ და შემდეგ განვიხილოთ, როგორ ვიცხოვროთ. შეიძლება, მოვიდეს დრო ჩვენს საუკუნეში, როცა ადამიანები საზღვრებსაც კი არაფრად ჩააგდებენ. ამისკენ მიდიოდა ყველაფერი, თავისუფლად გადავაადგილდებოდით. საზღვრები იყო პირობითი. ამიტომ, მოდით, გავჩერდეთ. არ არის საჭირო უფრო შორს წასვლა. წინ ბირთვული ომის უფსკრულია“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

ალექსანდრ ლუკაშენკო ომის დაწყებაზე პასუხისმგებლობა დასავლეთს დააკისრა და განაცხადა, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების შეჩერება დღესვეა შესაძლებელი; ამისთვის უკრაინა მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დაჯდეს და დათანხმდეს, რომ ისინი არასდროს დაემუქრებიან რუსეთს და არ ექნებათ უკრაინის ტერიტორიაზე იარაღი, რომლითაც რუსეთს დაემუქრებიან.

„მიეცით გარანტიები. დაეხმარეთ კიევს, კიევი მისცემს ამ გარანტიებს, თუ თქვენ, ნატოელები და ამერიკელები, დათანხმდებით, რომ უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ტერიტორიას საფრთხე არ დაემუქრება. მაშინ რუსეთი მისცემს უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს“, – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შესახებ, კერძოდ – მოიაზრება თუ არა იქ რუსეთის მიერ ოკუპირებული ხერსონი, დონეცკი, ლუგანსკი, ლუკაშენკო ამბობს, რომ ეს უკვე აღარ განიხილება.

„მისმინეთ, ეს უკვე აღარ განიხილება. შეიძლებოდა ამაზე თებერვალ-მარტში საუბარი“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა