ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says

„ბიბისი“ - „გუგლმა“ სამსახურიდან გაათავისუფლა ინჟინერი, რომლის თქმითაც, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიას გრძნობები აქვს

ნახვები: 515 „ბიბისი“ - „გუგლმა“ სამსახურიდან გაათავისუფლა ინჟინერი, რომლის თქმითაც, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიას გრძნობები აქვს

კომპანია „გუგლმა“ სამსახურიდან გაათავისუფლა ინჟინერი, რომელმაც თქვა, რომ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიას აქვს გრძნობები. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.  მედიის ცნობით, გასულ თვეში ბლეიკ ლემოინმა გამოაქვეყნა თავისი თეორია იმის შესახებ, რომ „გუგლის“ ენობრივი ტექნოლოგია მგრძნობიარეა და ამიტომ მისი „სურვილები“ ​​უნდა იყოს გათვალისწინებული.

„გუგლმა“ და ხელოვნური ინტელექტის რამდენიმე ექსპერტმა უარყვეს მოსაზრებები და 22 ივლისს კომპანიამ ინჟინრის გათავისუფლება დაადასტურა. განცხადებაში „გუგლმა“ თქვა, რომ ლემოინის მოსაზრებები „დიალოგის აპლიკაციების ენის მოდელის“ შესახებ (Lamda) იყო „სრულიად უსაფუძვლო“ და რომ კომპანია მასთან „მრავალი თვის განმავლობაში“ მუშაობდა ამის გასარკვევად. „დიალოგის აპლიკაციების ენის მოდელი“ არის თანამედროვე ტექნოლოგია, რომელსაც „გუგლის“ თქმით, შეუძლია, ჩაერთოს თავისუფალ საუბრებში. ბლეიკ ლემოინმა საუბრები გასულ თვეში დაიწყო, როდესაც თქვა, რომ ე.წ. ლამდა ავლენს ადამიანის მსგავს ცნობიერებას. ლემოინმა აღმოაჩინა, რომ „ლამდა“ ავლენდა თვითშეგნებას და შეეძლო, ესაუბრა რელიგიაზე, ემოციებსა და შიშებზე. ამან აიძულა ლემოინი, დაეჯერებინა, რომ მისი შთამბეჭდავი ვერბალური უნარების მიღმა შესაძლოა, მგრძნობიარე გონებაც იმალებოდეს. ინჟინრის დასკვნები „გუგლმა“ უარყო. ის ანაზღაურებად შვებულებაში გადაიყვანეს კომპანიის კონფიდენციალურობის პოლიტიკის დარღვევის გამო. ამის შემდეგ ლემოინმა გამოაქვეყნა საუბარი, რომელიც მას და სხვა პირს ჰქონდათ „ლამდასთან“, მისი მოსაზრებების გასამყარებლად.

ბლეიკ ლემოინი არ არის ხელოვნური ინტელექტის პირველი ინჟინერი, რომელიც საჯაროდ გამოდის მოსაზრებებით, რომ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია უფრო ცნობიერი ხდება. ასევე, გასულ თვეში „გუგლის“ კიდევ ერთმა თანამშრომელმა გაუზიარა მსგავსი აზრები გამოცემა „ეკონომისტს“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა