Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

ლიზ ტრასი - ბრიტანეთი ყოველი მორიგი რუსული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ უკრაინას დახმარებას გაუზრდის

ნახვები: 653 ლიზ ტრასი - ბრიტანეთი ყოველი მორიგი რუსული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ უკრაინას დახმარებას გაუზრდის

ბრიტანეთი ყოველი რუსული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ უკრაინას დახმარებას გაუზრდის, – უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და პრემიერ-მინისტრობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ლიზ ტრასმა პირველი ლედებისა და ჯენტლმენების სამიტზე განაცხადა.

„თითოეული რაკეტის შემდეგ, რომელიც ეცემა უკრაინის ქალაქებს, თითოეული დაშავებული მამაკაცის, ქალის და ბავშვის გამო, ჩვენ აღმოვუჩენთ უკრაინას უფრო მეტ მხარდაჭერას. ჩვენ უკვე გამოვყავით ოთხ მილიარდ ფუნტზე მეტი სხვადასხვა სახის დახმარების ფარგლებში და ვმუშაობთ „დიდი შვიდეულის” პარტნიორებთან რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების დასაწესებლად, პუტინის ომის მანქანაზე კოლექტიური ზეწოლის გაზრდისა და უკრაინის კოლექტიური დახმარების გაზრდის მიზნით“, – განაცხადა ტრასმა.

ლიზ ტრასმა ასევე აღნიშნა, რომ იზრდება უკრაინაში რუსეთის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების მტკიცებულებების რაოდენობა. მისი თქმით, რუსეთი ამჟამად საკვებს იყენებს ომის ელემენტად.

„აგრესორი უნდა დამარცხდეს. ამიტომ, ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინელებს რუსების განდევნაში. ვერავინ იგრძნობს თავს უსაფრთხოდ, ვიდრე რუსეთი უკან არ დაიხევს, რადგან ასეთ აგრესიას მომავალში ვერ დავუშვებთ. სწორედ ამ მიმართულებით იმუშავებს დიდი ბრიტანეთი”, – განაცხადა ლიზ ტრასმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა