ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says

უკრაინულ კანონს თუ შევხედავთ, ბიძინა ივანიშვილი ვერანაირად ვერ ჯდება ოლიგარქის განმარტებაში-ნიკოლოზ სამხარაძე

ნახვები: 485 უკრაინულ კანონს თუ შევხედავთ, ბიძინა ივანიშვილი ვერანაირად ვერ ჯდება ოლიგარქის განმარტებაში-ნიკოლოზ სამხარაძე

უკრაინულ კანონს თუ შევხედავთ, ბიძინა ივანიშვილი ვერანაირად ვერ ჯდება ოლიგარქის განმარტებაში, თუმცა ჯდებიან სხვა ადამიანები, რომლებიც ოპოზიციას წარმოადგენენ, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

როგორც სამხარაძე ამბობს, ისურვებდა, რომ საქართველოში ასეთი სახის კანონი არსებობდეს.

„ჩვენი მხრიდან დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით განცხადება გაკეთებული იყო უკრაინულ კანონზე დაყრდნობით. თუ უკრაინულ კანონს შევხედავთ, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი ვერანაირად ვერ ჯდება ოლიგარქის განმარტებაში, თუმცა ჯდებიან სხვა ადამიანები, რომლებიც ოპოზიციას წარმოადგენენ. ჩემი პირადი პოზიციაა, რომ ვისურვებდი, ასეთი სახის კანონი საქართველოში გვქონდეს და ამ კანონით იმ ოლიგარქებსა და მდიდარ ადამიანებს შეეზღუდოთ პოლიტიკასა და მედიაზე გავლენების არსებობა, ვინც საეჭვო გზებით არიან გამდიდრებულები.

საქართველო პატარა ქვეყანაა და ყველასთვის ნათელია, იცით, ვინ ახდენს გავლენას ოპოზიციურ მედიებზე, ვის აქვს საკუთარი პარტიები, როგორ ერევიან მათ საქმიანობაში და ვინ აფინანსებს საპროტესტო აქციებს“,- განაცხადა სამხარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა