ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

საქართველოს განვითარებას ვინც ხელს უშლის, ეს „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობაა-მამუკა ხაზარაძე

ნახვები: 509 საქართველოს განვითარებას ვინც ხელს უშლის, ეს „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობაა-მამუკა ხაზარაძე

ვინც დღეს ხელს უშლის საქართველოს განვითარებას, ეს „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობაა, რომელიც ყოველდღიურად აღვივებს შუღლს საზოგადოებაში, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ გადაწყვიტა, რომ ევროკავშირის რეკოემენდაციებთან დაკავშირებით დამოუკიდებლად მოამზადონ პროექტები, რათა საზოგადოებას არ დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ოპოზიცია ამ პროცესს ემიჯნება.

„საზოგადოებას ანაწევრებენ და ამით ცდილობენ ძალაუფლების შენარჩუნებას. ოპოზიციის მონაწილეობა იმ რაღაც მოგონილ კომისიებში თითიდან გამოწოვილი ამბავია, რადგან „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში დეპუტატების საკმარისი რაოდენობა ჰყავს და მათ შეუძლიათ 12 პუნქტი მიიღონ, აგვისტოში დასასვენებლად კი არ წასულიყვნენ, არამედ ზაფხულში ემუშავათ და სექტემბერში ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის, ჩვენი ევროპარლამენტარებისთვის ჩაებარებინათ. შესაბამისად, ოპოზიციამ გადაწყვიტა, დამოუკიდებლად მოამზადონ პროექტები, რათა საზოგადოებას არ დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ოპოზიცია ამ პროცესს ემიჯნება. არა, ყველა კანონპროექტით, რომელიც მომზადებულია და რომელიც დაიდება, საზოგადოებას ვაჩვენებთ, რომ პროცესში ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული. „ქართულ ოცნებას“ შეუძლია, თუ სურვილი ექნება, 12 მოთხოვნა ყოველგვარი ოპოზიციის მოპატიჟების გარეშე შეასრულოს. რა თქმა უნდა, მათ ამისი სურვილი არ აქვთ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა