კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

აშშ-ის ელჩთან შეხვედრით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველი-ლევან ბეჟაშვილი

ნახვები: 576 აშშ-ის ელჩთან შეხვედრით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველი-ლევან ბეჟაშვილი

ომთან დაკავშირებით საუბრობენ მარტო ივანიშვილი და „ქართული ოცნების“ ლიდერები, ეს მათი რიტორიკა, მათი ქიმერაა, რომელიც შექმნეს და ამ ქიმერას ვითომ წარმატებით ამარცხებენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

როგორც ბეჟაშვილმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა, აშშ-ის ელჩთან შეხვედრით დასტურდება, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის არაფორმალური მმართველია.

„კარგია, რომ ბიძინა ივანიშვილი სააშკარაოზე გამოვიდა. რეალურად, დაადასტურა ყველაფერი ის, რასაც ოპოზიცია ამდენი ხნის განმავლობაში საუბრობდა. პირველი, ბანკთან მისი პრობლემები არის გამომდინარე იმ პოლიტიკიდან, რომელსაც ის, როგორც ამ ქვეყნის ჩრდილოვანი მმართველი და როგორც ოლიგარქი აწარმოებს ქვეყანაში რუსეთსა და საერთაშორისო თანამეგობრობასთან მიმართებით. ომთან დაკავშირებით საუბრობენ მარტო ივანიშვილი და „ქართული ოცნების“ ლიდერები, ეს მათი რიტორიკა, მათი ქიმერაა, რომელიც შექმნეს და ვითომ ამ ქიმერას წარმატებით ამარცხებენ. ელჩთან შეხვედრით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყნის არაფორმალური და ოლიგარქიული მმართველი და ამ ქვეყანაში ოლიგარქია რომ დასრულდება, მერე გაიხსნება საქართველოს ევროპული პერსპექტივა“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა