ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ივანიშვილის წერილი არის დადასტურება, რომ დღეს ქვეყნის მთავარი გამოწვევა ოლიგარქიული ჩრდილოვანი მმართველობაა-სალომე სამადაშვილი

ნახვები: 495 ივანიშვილის წერილი არის დადასტურება, რომ დღეს ქვეყნის მთავარი გამოწვევა ოლიგარქიული ჩრდილოვანი მმართველობაა-სალომე სამადაშვილი

ივანიშვილის წერილი კიდევ ერთხელ დადასტურებაა, რომ დღეს ამ ქვეყნის მთავარი გამოწვევა არის ოლიგარქიული ჩრდილოვანი მმართველობა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს ქვეყანაში მთავარი გამოწვევა არის ჩრდილოვანი მმართველობა.

„როდესაც საუბარია, რომ ქვეყანაში უნდა მოიხსნას ოლიგარქიული გავლენა პოლიტიკაზე, რათა მივიღოთ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, თუ ვინმემ ვერ გაიგო, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, ვისზეა საუბარი. დღეს საქართველოში არსებობს ერთადერთი ოლიგარქი და მას ჰქვია ბიძინა ივანიშვილი და ის აქტიურად ერევა, წარმართავს მმართველი გუნდის პოლიტიკას ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ ეს წერილი კიდევ ერთხელ დადასტურებაა სწორედ იმის, რომ დღეს ამ ქვეყნის მთავარი გამოწვევა არის ოლიგარქიული ჩრდილოვანი მმართველობა. ეს ფაქტობრივად დაადასტურა ივანიშვილმა წერილის გამოქვეყნებით. ვერ გეტყვით, რატომ გადაწყვიტა წერილის გამოქვეყნება. როგორც ჩანს, ის საკმაოდ შეშფოთებულია საკუთარი მდგომარეობით.

ამერიკიდან გუშინ დავბრუნდი და არავის არ აქვს არანაირი ილუზია იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ივანიშვილის როლი დღეს ჩვენ ქვეყანაში. შესაბამისად, სწორედ ივანიშვილთან იქნება მიმართული ყველა ის პრეტენზია, რა პრეტენზიებიც აქვს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს. დაპირისპირება, რომელშიც „ქართული ოცნება“ უკვე ღიად შევიდა – ჩვენს დასავლელ პარტნიორებზე თავდასხმის რეჟიმზე გადასვლის სახით, ამ ყველაფრის უკან დგას ბიძინა ივანიშვილი. არა მხოლოდ აბსურდული თეზისის, რომელსაც „ქართული ოცნება“ ავითარებს უკრაინაში ომის დაწყების დღიდან, თითქოს დასავლეთი ცდილობს, საქართველო ამ ომში ჩართოს, არამედ ყველა პოლიტიკური გზავნილის, რომელსაც „ქართული ოცნება“ აჟღერებს, ამ ყველაფრის უკან იდგა და დღესაც დგას ბიძინა ივანიშვილი.

თუ ვინმესთვის გაუგებარია, რომ ჩვენ არანაირი პერსპექტივა არ გვაქვს არც დასავლეთში ინტეგრაციის და ქვეყნის განვითარების, იმედია, კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ დღეს ჩრდილოვანი მმართველობა არის ქვეყანაში მთავარი გამოწვევა და ამ ჩრდილოვანი მმართველობის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას. თუ არ მოხდა პოლიტიკური გადატვირთვა და არ შეიცვალა პოლიტიკური ვითარება, ჩვენს ქვეყანას არანაირი შანსი არ აქვს. სამწუხაროდ, გველოდება კიდევ უფრო გაფუჭებული ურთიერთობები დასავლეთთან. ივანიშვილის ჩამოშორება ჩვენი ქვეყნის მმართველობიდან, მნიშვნელობა არ აქვს, ჩრდილოვანი იქნება მისი როლი თუ არაჩრდილოვანი – ეს არის პირველ რიგში, დასასრულებელი“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა