ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ვაფასებ ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულებას, რომ მან ბანკთან დავა ზომაზე მეტად არ მოახვია საზოგადოებას-ვიქტორ ყიფიანი

ნახვები: 474 ვაფასებ ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულებას, რომ მან ბანკთან დავა ზომაზე მეტად არ მოახვია საზოგადოებას-ვიქტორ ყიფიანი

ვაფასებ ბიძინა ივანიშვილის იმ დამოკიდებულებას, რომ მან ბანკთან დავა ზომაზე მეტად არ მოახვია საზოგადოებას, მიიჩნია, რომ ეს არის კერძო სამართლებრივი დავა, ამიტომ უნდა დარჩეს ამ ფორმატში, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, ვიქტორ ყიფიანმა განუცხადა.

როგორც ვიქტორ ყიფიანმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა რომ განცხადება ძალიან მოკლე და კომპაქტურია, ბიძინა ივანიშვილის განცხადება მთლიანობაში საინტერესოა.

„ბიძინა ივანიშვილის განცხადება მნიშვნელოვან კითხვებზე იძლევა მასალას, თუ როგორი არის ივანიშვილის დამოკიდებულება, საუბარია ქვეყნის პარტნიორებთან დამოკიდებულებაზე, საუბარი არის იმ პრინციპებზე, რას უნდა დაეფუძნოს ჩვენი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი განვითარება. ბანკთან დაკავშირებულ საკითხს რაც შეეხება, ბანკის თემა ბუნებრივია არის განცხადებაში. არის იმ ფორმით და მოცულობით, როგორც უნდა იყოს. ჩვენ წინა განცხადებებში აღვნიშნეთ გარკვეული კავშირი ამ დავასა და სხვა საკითხებს შორის, ბატონმა ივანიშვილმა ჩათვალა, რომ დამატებით გაემახვილებინა ყურადღება, თუმცა ვაფასებ იმ დამოკიდებულებას, რომ მან ეს დავა ზომაზე მეტად არ მოახვია საზოგადოებას. მიიჩნია, რომ ეს არის კერძო სამართლებრივი დავა, ამიტომ უნდა დარჩეს ამ ფორმატში და ამ ფარგლებში. მთლიანობაში განცხადებაში საინტერესო ანალიზი და დაკვირვებებია.

რაც შეეხება ბანკის ნაწილს, დავა სამართლებრივი გაგებით უკავშირდება დარღვეული უფლებების აღდგენას, ამაზე მეტ ჩაშლას ვერ გავაკეთებთ ამ მომენტისთვის. რაც შეეხება ხილულ თუ უხილავ კავშირებს, ჩვენ დღემდე მინიშნებებით გვითქვამს, რომ ნებისმიერი გლობალური ფინანსური ინსტიტუტი, არ არის მხოლოდ ბიზნეს ინტერესები და კომერცია. აქ შეიძლება იყოს კვეთა სხვადასხვა ინტერესებთან, პოლიტიკური ან შეიძლება გეოპოლიტიკური ხასიათის და სწორედ ამ კვეთის შესაძლებლობაზე ვსაუბრობდით ჩვენ ისე, რომ კონკრეტულ ფაქტებზე და გარემოებებზე აღნიშვნა არ გაგვიკეთებია“, – განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა