Russia must immediately pull troops from Zaporizhia NPP - French diplomacy
ილია დარჩიაშვილი - განსაკუთრებით ვამაყობთ ურთიერთობებით, რომელიც არსებობს საქართველოსა და აშშ-ს შორის
გია ვოლსკი - აშშ-ს ასეთი ერთგული პარტნიორი და მეგობარი, როგორიც საქართველოა, სულ მცირე რეგიონში არ ჰყავს
ილია დარჩიაშვილი - ევროპასთან ძლიერი და საიმედო კავშირების ჩამოყალიბებაში ქართულ დიასპორას ფასდაუდებელი წვლილის შეტანა შეუძლია
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის 20-წლიანი განვითარების გეგმაზე მუშაობა დაიწყო
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ხუთი პირი დააკავა
Markarova: Ukraine calls on US to sanction all Russian private banks
არჩილ თალაკვაძე გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ქვეყანაში გაგრძელდეს დემოკრატიული რეფორმები

ფსიქიატრიული კლინიკა „საქართველო“

07.29.2022 | 11:08

საქართველოში აშკარად დადგა ფსიქიატრიული კლინიკის სუნი - ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს გიჟები მასობრივად გაუშვეს გარეთ და წამალი არ გაატანეს. ხელისუფლების წარმომადგენელთა და მათი ფან-კლუბის გამონათქვამები აშკარად საჭიროებს არა პოლიტოლოგების, არამედ უკეთეს შემთხვევაში კარგი ფსიქოანალიტიკოსების, უარესში კი ფსიქიატრების ჩარევას, თანაც სასწრაფოდ.

როდესაც არაფრის მაქნისი, უსარგებლო, და პატარა ქვეყნის პირველი პირები პირად ლანძღვაზე გადადიან მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების წარმომადგენელთა მიმართ, აცხადებენ, რომ „დასავლეთი ომში ჩვენს ჩათრევას ცდილობს“, ახორციელებენ  ორკესტრირებულ შეტევას აშშ-ს და ევროკავშირის ელჩებზე - მათი ადეკვატურობა აშკარად კითხვის ქვეშ დგება.

სერიოზული მენტალური პრობლემები აქვთ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად თავს ესხმიან სისხლიან ომში გახვეულ უკრაინას, რომლის წარმომადგენლებიც ზოგჯერ დიდი კორექტულობით არ გამოირჩევიან, თუმცა, ამ ვითარებაში მათ ყველაფერი ეპატიებათ. ქოცების მასობრივი შეტევა „მასხარა ზელენსკიზე“ სასაცილო იქნებოდა, რომ არ მომდინარეობდეს ხელისუფლების მხრიდან - რაო, ზელენსკი მასხარაა და თქვენი უმნიშვნელო ლიფსიტა ბორენკა - მსოფლიო მასშტაბის საზოგადო მოღვაწე?

აშკარა ფსიქიატრიულ ჩარევას საჭიროებენ ამ უფასო შოუს სხვა პერსონაჟებიც - მაგალითად, დიდებულ ტრიო, რომელიც მსოფლიოს მიმართავს ორღობე-სოფლური წერილებით და ვერ ხვდება რამდენად კომიკურად გამოიყურება. გიჟების ამ თანავარსკვლავედში არიან გამორჩეული პაციენტებიც - მაგალითად, ზაზა შაირიშვილი, რომლის ავადმყოფურმა ფანტაზიამ ქოცურ სიმაღლეებსაც კი გადააჭარბა - ამერიკა აკონტროლებს ევროპის მას--მედიას და შვეიცარიის საბანკო სისტემას და მათზე ზეგავლენას ახდენს იმისთვის, რომ ბორენკა ომში ჩაითრიოს.

და საერთოდ, დასავლეთმა ყველა თავისი პრობლემა გადაწყვიტა, უკრაინაში მშვიდობა დაამყარა და ახლა მხოლოდ ერთი გაუკეთებელი საქმე დარჩა - ბორენკას ფული აახიოს და ომში ჩაითრიოს.

კიდევ არიან მეორე ეშელონის გიჟები, რომლებიც უფრო თავს იგიჟებენ, ვიდრე მართლა გიჟები არიან - ისეთი მედროვეები, როგორც, მაგალითად, „უცნობი“ , რომელიც ოპოზიციის მომხრეებს ხან ავტომატებით, ხან ბორენკას დასაცავად არნახული სიდიადის მიტინგების მოწყობით და ხან მისი მილიარდების გადარჩენის ხათრთ ლობიოს ჭამით ემუქრება.

თუმცა, გიჟების აღლუმი იქნებოდა კომედიური ფილმის ღირსი, რომ არა ერთი გარემოება - ამდენ ნამდვილ თუ ძალად შეშლილს თავზე ადგას ერთი, დიდი, მდიდარი, და ნამდვილი, დასაბმელი გიჟი.

ის, რომ ბორენკას, როგორც იტყვიან „,მთლად თავის მატორზე არაა“ აშკარა იყო პოლიტიკაში მისი პირველივე გამოჩენიდან - 2011 ნოემბერში, ამასთან დაკავშირებით მის მიერ გავრცელებული მიმართვიდან. ეს იყო ზიზღით, ბოღმით, ავადმყოფური ეჭვებით და აშკარა დიდების მანიით გადავსებული წერილი, რომელიც მისი ავტორის ფსიქიკური მდგომარეობის ყველაზე კარგი დიაგნოზი იქნება, ეს რომ ვინმეს მნიშვნელოვნად ჩაეთვალა. ქართველ ხალს თავში 1 გრამი ტვინი რომ ჰქონოდა - მიხვდებოდა, რომ ამ კაცისთვის ძალაუფლების, ყოველ შემთხვევაში განუსაზღვრელი ძალაუფლების გადაბარება - დაუშვებელია.

ის, რომ ბორენკა უვარგისი მენეჯერია, და მისი გამდიდრება შემთხვევის და ასევე ინტრიგების ხლართვის უბადლო უნარის დამსახურება იყო, ვიდრე კარგი მმართველობითი უნარების, აშკარა იქნებოდა ყველასთვის, ვისაც ოდნავი წარმოდგენა ჰქონდა ტელეკომპანია „,მე-9“ არხის მუშაობაზე. სწორედ მე-9 არხი იყო დღევანდელი საქართველოს მიკრომოდელი და სწორედ ის იყო ბორენკას მმართველობითი უნიჭობის ყველაზე ნათელი მაგალითი.

ამ ტელეკომპანიის მართვა ხდებოდა ზუსტად ისე, როგორც დღეს იმართება ქვეყანა - ერთგულების პრინციპით დაწინაურებული არარაობები, მუდმივი ორღობე კონფლიქტები სხვადასხვა ჯგუფებს შორის, ინტრიგები, ფულის ფლანგვა, აქცენტი უინიციატივო, ნაცრისფერ კადრებზე.

მე-9 არხი იყო იგივე, რაც დღეს მთლიანი საქართველოა - ერთი შეხედვით, თითქოს რაუშავს, ყველაფერი თავის ადგილზეა, მოწესრიგებული და დავარცხნილია, თუმცა, ოდნავ რომ ჩაუღრმავდე - ჩვეულებრივი, უპერსპექტივო ჭაობი, რომელიც წელში ვერასდროს გაიმართება. სწორედ ის, ბორენკა ივანიშვილია ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა. ეს ვერ ხედავს, რომ წინა პლანზე ჰყავს უვიცი, უპრინციპო., და უბრალოდ უზრდელი არარაობები, რომლებიც მსოფლიოს ელაპარაკებიან დეზერტირების ბაზრის ენით.

მას ეს ენა მოსწონს და ის მიიჩნევს რომ ისინი მაგრები არიან. ის ვერ ხვდება რამდენად კომიკურია მისი პროპაგანდა, რამდენად სასაცილოები არიან გენიალური ტრიო და ზაზა შათირიშვილი, რამდენად სასაცილოა ლობიოს ჭამაზე ლაპარაკი და ევროპის გინება იმ ხალხის მხრიდან, ვისი შვილებიც ევროპაში სწავლობენ და ვისაც ცხოვრება ვერ წარმოუდგენია მილანში შოპინგის გარეშე.

ეჭვიანი, დაბოღმილი, გაუნათლებელი სოციოპატი ყოველთვის საშიშია, თუმცა, ეჭვიანი, დაბოღმილი და გაუნათლებელი სოციოპატი განუსაზღვრელი ძალაუფლებით და 5 მლრდ.-ით ორმაგად საშიშია. დღეს ეჭვის ქვეშ დადგა ბორენკას მთავარი ფასეულობა - ფული და ამ ვითარებაში აღმოჩენილმა, მან ადეკვატურობის ის მცირე ნაწილიც კი დაკარგა, რომელიც აქამდე ჰქონდა.

ის იმდენად შეშლილია, რომ მართლაც მიიჩნევს საერთაშორისო საზოგადოებაზე უპრეცედენტო თავხედურ შეტევას ბრძოლის ეფექტურ ხერხად.

ეს კაცი აშკარად დასაბმელია - ვინმემ მოუტანეთ „ამინაზინი“...

ავტორი: თენგიზ აბლოთია

ნეიშენ ჯორჯია