კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„როიტერის“ ინფორმაციით, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ მოსკოვი მალე შესთავაზებს ამერიკულ მხარეს ენტონი ბლინკენთან სატელეფონო საუბრის დროს

ნახვები: 632 „როიტერის“ ინფორმაციით, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ მოსკოვი მალე შესთავაზებს ამერიკულ მხარეს ენტონი ბლინკენთან სატელეფონო საუბრის დროს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ მოსკოვი მალე შესთავაზებს ამერიკულ მხარეს სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან სატელეფონო საუბრის დროს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ წერს.

მანამდე ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუს კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას რუსეთისა და აშშ-ის ციხეებში დაკავებული პირების გაცვლის საკითხის განხილვა სურს. ბლინკენის თქმით, ვაშინგტონმა რუსეთს არსებითი შეთავაზება გაუკეთა კალათბურთის ამერიკელი ვარსკვლავის, ბრიტნი გრინერის და ყოფილი საზღვაო ქვეითის, პოლ უილანის გასათავისუფლებლად.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წყაროზე დაყრდნობით წერს, ვაშინგტონს გარიგების ფარგლებში მათი გაცვლა სურს აშშ-ში იარაღის ვაჭრობისთვის გასამართლებულ ვიქტორ ბუტზე.

როგორც ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, პატიმრების გაცვლაზე მოლაპარაკებები გასულ წელს ჟენევაში აშშ-რუსეთის სამიტის შემდეგ იმართება. ლავროვის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო არ იყო ჩართული მოლაპარაკებებში, თუმცა ამის მიუხედავად, ის მოისმენს, „თუ რა აქვს ბლინკენს სათქმელი“.

როგორც ლავროვმა უზბეკეთში ვიზიტისას განაცხადა, ბლინკენთან საუბარი მისი რუსეთში დაბრუნების შემდეგ შედგება.

„ცხადია, ნაკლებად სავარაუდოა, ეს დღეს მოხდეს, თუმცა უახლოეს დღეებში ჩვენს ამერიკელ კოლეგებს მოსახერხებელ თარიღს შევთავაზებთ“, – განაცხადა ლავროვმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა