ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშმა პოლიტიკურად მოახდინა ხელისუფლების სწორი ნაბიჯების დადასტურება-ანრი ოხანაშვილი

ნახვები: 439 სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშმა პოლიტიკურად მოახდინა ხელისუფლების სწორი ნაბიჯების დადასტურება-ანრი ოხანაშვილი

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ნიშნავს ქვეყანაში მიმდინარე პროგრესის აღიარებას და დადასტურებას, როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე ზოგადი გარემოს მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, მაშინ, როცა რადიკალური ჯგუფის წარმომადგენლები საუბრობენ ქვეყანაში არსებულ რეგრესზე, იმაზე, რომ ეკონომიკა არ ვითარდება და ხალხი უფრო მეტ გაჭირვებაშია, ამ ანგარიშმა ამხილა რადიკალური ჯგუფები.

„ანგარიშით დასტურდება ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯების სისწორე. იმის ლუსტრაცია კიდევ ერთხელ მოხდა, რომ სიმართლის მხარეს არის სახელისუფლებო გუნდი, ეს აღიარებულია სახელმწიფო ანგარიშით. ტყუილისა და მანიპულაციების მხარესაა ის რადიკალური ჯგუფი, რომელიც ნეგატიურ ასპექტებზეა. ამ ანგარიშმა პოლიტიკურად მოახდინა ხელისუფლების სწორი ნაბიჯების დადასტურება და რადიკალური ჯგუფების ტყუილში მხილება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოში ბიზნესისა და ინვესტიციის პირობები კარგია, მიუხედავად გამოწვევებისა, ქვეყანა რეგიონში მაღალ ადგილს იკავებს, როგორც ბიზნესის კეთების კარგი ადგილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა