ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

მაია სანდუ - რუსეთი თუ შეეცდება მოლდოვაზე თავდასხმას, ცხადია, დახმარებას მოვითხოვთ

ნახვები: 546 მაია სანდუ - რუსეთი თუ შეეცდება მოლდოვაზე თავდასხმას, ცხადია, დახმარებას მოვითხოვთ

რუსეთი თუ შეეცდება მოლდოვის რესპუბლიკაზე თავდასხმას, ცხადია, დახმარებას მოვითხოვთ, – ამის შესახებ განცხადება მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ თავის რუმინელ კოლეგა კლაუს იოჰენესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

კითხვაზე, თუ უკრაინის კონფლიქტი გაფართოვდება და რუსეთ-მოლდოვის ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდება, ელოდება თუ არა კიშინიოვი დახმარებას ბუქარესტისგან, მოლდოვის პრეზიდენტმა უპასუხა: „ჩვენ შეშფოთებული ვართ. განვიხილავთ ყველაზე პესიმისტურ სცენარსაც. შესაბამისად, ყველა სცენარისთვის ვემზადებით. იმ სიტუაციაში, თუ რუსეთი შეეცდება მოლდოვის რესპუბლიკაზე თავდასხმას, ჩვენ ცხადია, მოვითხოვთ დახმარებას“.

როგორც სანდუმ განაცხადა, უკრაინის შემდეგ, მოლდოვა ყველაზე მეტად დაზარალდა ომის გამო, რადგან საომარმა მოქმედებებმა ენერგორესურსების ბაზრის დესტაბილიზაცია გამოიწვია, რასაც თან დაერთო ინფლაცია. სანდუს თქმით, შექმნილ მდგომაროებაში მოლდოვას, რაც შეიძლება მალე, სურს ბუნებრივი აირის შესყიდვა მეზობელი რუმინეთისგან.

„ომის შესაძლებლობა ზეწოლას ახდენს სახელმწიფო ინსტიტუტებზე, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. ჩვენი ინსტიტუტები ყურადღებით აკვირდებიან სიტუაციის განვითარებას დნესტრისპირეთის რეგიონში. ჩვენ ასევე ვაანალიზებთ საფრთხეებს, რომლებიც ქვეყნის შიგნიდან გვემუქრება, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ უსაფრთხოების კუთხით დაძაბულობა საზოგადოებას უფრო დაუცველს ხდის, როდესაც საქმე ეხება ფასების ზრდას, განსაკუთრებით ენერგორესურსების გაძვირებას. რთული სიტუაციის მიუხედავად, მოლდოვას სურს განვითარება და ევროპულ გზაზე წინ წაწევა, რომ ჩვენი ხალხის ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალოთ“, – განაცხადა მაია სანდუმ.

მოლდოვამ რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომის გამო მილიონზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი შეიფარა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა